ასეთი ბრინჯის პუდინგი შესანიშნავი დესერტიცაა და ფაფის ალტერნატივაც, საუზმეზე.
აუცილებლად სცადეთ ეს მარტივი რეცეპტი.
ინგრედიენტები:
რძე - 1 ლ
მრგვალი ბრინჯი - 150 გ
ვანილის შაქარი - 2 პაკეტი
დარიჩინი - 1 ჩხირი
შაქარი - 100 გ
მარილი - მწიკვი
მომზადება:
მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში 5 წთ. გადაიტანეთ საწურზე და გადაავლეთ ცივი წყალი.
იმავე ქვაბში შეათბეთ რძე, დაუმატეთ ვანილის შაქარი, დარიჩინი და 50 გ შაქარი.
მოხარშეთ ბრინჯი რძეში 30-35 წთ. პერიოდულად ამოურიეთ.
გააცივეთ ბრინჯი და ამოიღეთ დარიჩინის ჩხირი.
ბრინჯის პუდინგი გადაიტანეთ საცხობ ჭურჭელში, მოაყარეთ დარჩენილი შაქარი და შედგით ცოტა ხნით წინასწარ გახურებულ ღუმელში - 210С და გააჩერეთ, სანამ ზედაპირი არ შევარდისფრდება.
გემრიელად მიირთვით!
ჰაეროვანი ბრიოში - ფრანგული დესერტი

ორცხობილა "მადლენი" სანელებლებით