უმშვენიერესმა მაკა ასათიანმა აღდგომის დღეები შვეიცარიაში გაატარა. ესპანეთიდან ლუგანოში ის ვაჟთან, კონსტანტინესთან ერთად ჩავიდა.
მაკა ასათიანსა და მის მეუღლეს, კოტე გოგელიას შვეიცარიაში სახლი აქვთ. ისინი წელიწადის გარკვეულ დროს სწორედ იქ ატარებენ. შვეიცარიაში უმშვენიერესი მაკა ასათიანი ბოსტანსაც კი უვლის.
მას და მის მეუღლეს, კოტე გოგელიას ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ. კონსტანტინე ჩოგბურთის თამაშითაა გატაცებული და მას ამ სპორტში დიდ მიღწევებს უწინასწარმეტყველებენ.
მაკა ასათიანი სამი ვაჟის დედაა. მას მერაბ ჟორდანიასთან ქორწინებიდან ორი უსიმპათიურესი ვაჟი, კახი და ლევანიკო ჰყავს.
პატარა კონსტანტინე ყველგან დედასთან ერთად დადის. მას არ უყვარს ფოტოგადაღებები.