პასქა მარტივი გამოსაცხობი არ არის. სირთულე მხოლოდ რეცეპტში არ მდგომარეობს.
საქმე ისაა, რომ პასქას ძალიან მრავალფეროვანი სუნელები და ინგრედიენტები სჭირდება, რომლებიც ზოგჯერ სხვადასხვა ადგილას იყიდება. სააღდგომო სამზადისში გართულ დიასახლისს კი შეიძლება რამე გამორჩეს. წარმოიდგინეთ, ცხობას რომ დაიწყებთ და აღმოჩნდება, რომ რაღაც სუნელი გაკლიათ, რომელიც უბნის მარკეტში არ იყიდება...
ეს იმას ნიშნავს, რომ გჭირდებათ პასქის ინგრედიენტების წინასწარ შედგენილი სია, რომელსაც წარმოგიდგენთ.