დედებმა მანქანებში კარაოკე იმღერეს – მაგრამ ვიდეოს მთავარი ვარსკვლავები თავად არ ყოფილან.
სიმეონ ნილი და მისი დედა რებეკა
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. Youtube-ზე ვიდეორგოლი გამოჩნდა, ემოციური სახელწოდებით: „50 დედა, 50 ბავშვი, 1 ქრომოსომა“ (50 Mums, 50 Kids, 1 Chromosome).
ვიდეო გამოქვეყნდა ჰეშთეგით #wouldntchangeathing და 500 000-ზე მეტი ნახვა აქვს. იდეის ავტორი 35 წლის რებეკა კარლესია. მას 3 შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს, 4 წლის არჩის დაბადებისას დაუნის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.
„ჩვენ გვსურდა, გვეჩვენებინა, რომ ნორმალური დედები ვართ, რომელთაც ძალიან უყვართ შვილები. მათ არავისში არ გავცვლიდით“, - ამბობს რებეკა.
არჩი კარლესი დედასთან, რებეკასთან ერთად