ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დროს საგრძნობლად გახდა.
აშკარაა, რომ დაკლებული კილოგრამების შემდეგ ნანუკა მიმზიდველად გამოიყურება. ნანუკა თავის გამოცდილებას მძიმე წონასთან მებრძოლ მანდილოსნებს ხშირად უზიარებს და გამონაკლისი არც ამჯერად დაუშვა.
„მოგესალმებით, მეგობრებო. დიდი ხანია თქვენთან არ მიჭორავია და თემა, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ჩვენივე შესაძლებლობებია. დასტურად ფოტოსაც დავურთავ ნაამბობს.
ჩემი არაჯანსაღი ცხოვრება იწყებოდა სიგარეტით და ყავით, გრძელდებოდა შემწვარ-მოხრაკული საჭმლით, გიჟური რეჟიმით და დარღვეული ძილით.
ამას რატომ გიყვებით, იმიტომ, რომ ყველაზე უკიდურეს ზარმაც და არასწორი რეჟიმით
მცხოვრებ ადამიანსაც კი, ერთ წამში შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.
საკმარისია, გააქროთ რაციონიდან შაქარი, ტკბილეული, ხილი ჭამოთ მხოლოდ დღის ორ საათამდე, ამოიღოთ ყველანაირი ბურღულეული (გრეჩიხის, ქინოას გარდა), არ მიირთვათ ზეთში შემწვარი არაფერი. არანაირი გაზიანი და ალკოჰოლური სასმელი. წყალი აუცილებლად და ფიზიკური აქტივობა. დაძინება დღეს (12 საათამდე) და გაღვიძება ხვალ. გაგრძელება