რა თქმა უნდა, არ გედავებით, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა ურთიერთნდობაზე უნდა იყოს აგებული, მაგრამ მაინც იცოდეთ, რისი თქმა არ ღირს ქმრისთვის და რატომ.
1. ყოფილებზე
არავის ესიამოვნება სხვასთან, მით უმეტეს, ყოფილთან შედარება. კამათის დროსაც კი ნუ წამოგცდებათ ყოფილის სახელი და მისი ავკარგიანობის ამსახველი ისტორიების გადმოლაგებასაც მოერიდეთ.
2. თემები, სადაც ის სუსტია
თქვენ გესიამოვნებათ, მიგითითონ იმაზე, რაც არ გამოგდით? წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელიც თავისი ღირსებით ამაყობს და ამ დროს თქვენ ამცირებთ უცოდინრობით.
3. ღალატზე
თუ ასეთი რამ მოხდა, ის თავადაც უნდა დაივიწყოთ. ოჯახში კრისტალურად სუფთა ურთიერთობით ბევრი მამაკაცი ამაყობს. რატომ უნდა ანერვიულოთ ან უფრო მეტი, დაანგრიოთ ოჯახი.
4. საბავშვო ტრავმებზე
უფრო სულიერზე. სანამ მათ შესახებ ქმარს მოუყვებით, მილიონჯერ დაფიქრდით. რატომ უნდა გაუმხილოთ სხვას ის, რაც გულს გკტენთ? ხომ შეიძლება ქმარმა სწორედ ეს მომენტი გამოიყენოს თქვენთვის ცხოვრების გასამწარებლად? თუმცა, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პარტნიორი მათ მოგვარებაში დაგეხმარებათ, მოუყევით.
5. დაქალებთან დიალოგის შინაარსი
ქმრების უმეტესობას არ აინტერესებს, მაგრამ თუ ინტერესდება, რისთვის? "მითხარი, ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ". ასე ხომ არ ეცდება თქვენ დამცირებას ან დაქალის "ეს შენი უტვინო დაქალი გირევს ჭკუას"... რაც შეიძლება უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ამიტომ ის, რაზეც მეგობართან ისაუბრეთ, თქვენ შორის უნდა დარჩეს, თუ, რა თქმა უნდა, თქვენს ქმარს არ შეუძლია მისი დახმარება.