გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი გარდერობიც განახლებას საჭიროებს. იმისათვის, რომ გამორჩეულად და ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ, უნდა გადავხედოთ ამ სეზონის მოდურ ტენდენციებს.
1. გასაკვირი არაა, რომ გაზაფხულის სეზონზე ტრენდული ყვავილების პრინტია. ამ ფოტოების შემხედვარე, გაგვახსენდება საბჭოთა კავშირის პერიოდის ჩითის კაბები. დიახ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.
2. ამ სეზონის მთავარი ტრენდი სხვა არაფერია, თუ არა „შეუთავსებლის შეთავსება“
ეკლექტიკური სამოსი, განსხვავებული მატერიის კომბინაციები, OVERSIZED მაისური ფანქრის სტილის ქვედაბოლოზე...
3. „ნაყინის ფერები"
ამ სეზონზე დიდი პოპულარობით სარგებლობს პასტელის, ნაზი ფერები. განსაკუთრებით, ლავანდისფერი და ზოგადად, ისამნისფერი ტონალობა.
ხოლო თუ გვინდა, რომ მხოლოდ ერთი ტონის ტანსაცმლით შევიმოსოთ, საუკეთესო არჩევანი ვარდისფერია.
4. მას შემდეგ, რაც კარლ ლაგერფელდმა „შანელის“ ჩვენებაში პლასტმასის ელემენტები გამოიყენა, ამ ელემენტებს ხშირად ვხვდებით ქუჩის სტილშიც.
5. “უზარმაზარი მხრები, ექსტრა-გრძელი სახელოები“
დემნა გვასალიას გავლენა ყოველდღიურ სტილშიც იგრძნობა. თუ გსურთ, გამოიყურებოდეთ მოდურად, მაგრამ არა ზედმეტად გამოსასვლელად, მაშინ oversized ტანსაცმელი უნდა მოირგოთ ტანზე.
6. ცხოველების პრინტი კვლავ მოდაშია. ლეოპარდის პრინტი ხშირად გვხვდება ცნობილი მოდელებისა თუ ბლოგერების ჩაცმის სტილში.
7. კლასიკური ლუქები უკვდავია. თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი.
თუმცა, როგორც ჟურნალი „კოსმოპოლიტენი“ წერს, წლევანდელ გაზაფხულის სეზონზე აქცენტი ინდივიდუალურობაზე კეთდება. ასე რომ, არ მოგერიდოთ ექსპერიმენტების ჩატარება და განსხვავებული სტილის მორგება.
თათა ბერაძე
სვიტერი და ქვედაბოლო: ყველაზე მოდური შეხამება
6 მოდური და ტევადი ჩანთა საგაზაფხულოდ