მსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა თავის რჩეულზე - მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა.
წყვილი 4 წელია ხვდება ერთმანეთს. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს - ჯგუფელები იყვნენ.
ერთად ითამაშეს სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა", რომელშიც შეყვარებულებს განასახიერებდნენ და აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ამბავიც.
შემდეგ კიდევ მოუწიათ პარტნიორობა სცენაზე, ცოტა ხნის წინ კი ანდრიამ მაიკო თავის კლიპშიც გადაიღო - "ჩემო გოგონა". შეგიძლიათ ეს კლიპი იხილოთ.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოდან ირკვევა, წყვილი ქორწილში განსაკუთრებულად ლამაზი იყო.
დაათვალიერეთ ფოტოები და იხილეთ ვიდეო