სოციალური ქსელების “სელფის” გარეშე წარმოდგენა შეუძლებელია. ეფექტური ფოტოს გადასაღებად, ათასობით მოწონებისა და კომენტარის გამო, ფოტოს გადაღება ხშირად ტრაგედიით სრულდება...
2014 წლის 17 აპრილს, სანკტპეტერბურგელი სკოლის მოსწავლე ქსენია იგნატიევა ეფექტური "სელფის" გადაღებას ემსხვერპლა. ეფექტური კადრის გადასაღებად, გოგონა სარკინიგზო ხიდის ათმეტრიან საყრდენზე აძვრა, ფეხი დაუცდა და რელსებზე დაეცა.
დავარდნისას დენის კაბელებს ჩაეჭიდა, დაცემისგან გადასარჩენად, მაგრამ... მომენტალურად დაარტყა დენმა და მოკლა.
წელს, ზაფხულში 3 ბავშვი გარდაიცვალა. მათ ფოტოს გადაღება სადგურში შემომავალი მატარებლის ფონზე სურდათ. მემანქანემ ბავშვები ვერ შეამჩნია, დამუხრუჭება ვერ მოასწრო და ტრაგედია მოხდა...

სიკვდილი ონლაინ: ფსკოველი "ბონისა და კლაიდის" ტრაგიკული ისტორია