ტელედიქტორ დავით სოკოლოვს საინფორმაციო გამოშვება „მოამბე“ მაშინ მიჰყავდა, როცა ქვეყანაში მხოლოდ ერთი არხი არსებობდა. დავით სოკოლოვი ახლა მეუღლესთან, დალი ფიცხელაურთან ერთად მოხუცთა ჰოსპისში ცხოვრობს.
ქალბატონი დალი მწოლიარეა, 5 წლის წინ ინსულტი გადაიტანა და მას მერე ქმარი უვლიდა, სანამ მასაც ზურგის ტვინის ინსულტი არ განუვითარდა, რამაც ცოტა ხნით საწოლსაც მიაჯაჭვა. ახლა ხელჯოხით დადის და ოცნებობს, ქალაქში გასეირნება შეძლოს.
ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავს. მამა მათ ვერ ავალდებულებს, რადგან ორი ავადმყოფი მშობლის მოვლის საშუალება არა აქვთ.
ერთადერთი, ვისაც ემდურის, დედაქალაქის რამდენჯერმე შეცვლილი მთავრობაა, რომელსაც კანონით ევალებოდა, სამოქალაქო ომის დროს დამწვარი სახლის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია ან საცხოვრებელი ფართი მიეცა.
- 1998 წლიდან ბინას ველოდები. 1991 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაგვეწვა სახლი და მე, როგორც დაზარალებულს, მეკუთვნოდა საკომპენსაციო თანხა. ამ თანხის მაგივრად მოვითხოვე ბინის აშენება, 135 კვადრატული მეტრის ფართი უნდა მოეცათ.
თბილისის მერიასთან დღემდე მაქვს პრეტენზია, მას უნდა მოეცა ჩემთვის თანხა. თუ ის სახლი არ აშენდა, სხვაგან მაინც მომცენ ან იმ ფართის შესაბამისი თანხა და მე ვიყიდი.
2006 წელს, გიგი უგულავასთან ჩავეწერე მიღებაზე, მაგრამ თავისი ხელით ამომშალა სიიდან. მერე კი საერთოდ გააუქმა მიღების დღე.
დავით ნარმანიასაც მრავალჯერ მივმართე და 5-ჯერ მაინც შევხვდი. მასთან გაგზავნილ წერილებზე პასუხს იურიდიული სამსახურიდან მწერდნენ, რომ ჩემი წერილი მათ არ ეკუთვნოდათ.
- თბილისის ახალ მერს, კახა კალაძეს აღარ მიმართეთ?
წაიკითხეთ ინტერვიუ reitingi.ge-ზე