ბექა ხოფერია სამი ქალიშვილის მამაა. პირველი გოგონა მომღერალ თიკა ჯამბურიასთან ქორწინებისას შეეძინა, პატარები კი - მეორე ქორწინებიდან ჰყავს.
ბექა გამოჩნდა პროექტში "ჩემი გოგო", რომელიც სელექციური აბორტის წინააღმდეგ არის მიმართული:
"ბექა სამი გოგოს მამაა. ნინას სკოლაში წასაყვანად ავტობუსი აკითხავს, 2 წლის ალექსანდრა მამიკოს მიჰყავს ბაღში და მასვე გამოჰყავს. სულ პაწაწუნა ანასტასია ყველაზე მეტ დროს დედასთან ატარებს. ბექა მას დედიკოს გოგოს ეძახის.
ნინას მოსწონს, როცა მამიკო აწვალებს და ეთამაშება, ალექსანდრა ზღაპრების მოსმენას არჩევს
და მერე თავად უყვება. ყველაზე მეტადაც სწორედ ის ცელქობს და ბექას აბრაზებს. ტასუნა ჯერჯერობით მხოლოდ ჭამაზე ფიქრობს.
ახალგაზრდა მამა და მისი გოგოშკები გასართობ ცენტრებში ერთად დადიან, ანიმაციურ ფილმებსაც ერთად უყურებენ. გაგრძელება