ახლოვდება ახალი წელი და იწყება სადღესასწაულო ნევროზი: რა ვაჩუქოთ შვილებს, რომლებსაც ისედაც ყველაფერი აქვთ? ჩვენ ზუსტად ვიცით, დღესასწაული - ეს საჩუქრებია! გთავაზობთ 10 საჩუქრის იდეას, რომელიც არასოდესაა წამგებიანი.
დღეისათვის,
სამაგიდო თამაშების უამრავი
ვარიანტი არსებობს. ესენია: სტრატეგიული თამაშები, ლოგიკური, „ერუდიტი“, „ასოციაციები“, „მონოპოლია“ ან საგამოძიებო თამაშები. ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია. თუ სახლში 2 ან მეტი ბავშვი გყავთ,
სამაგიდო თამაში - იდეალური გამოსავალია!
თქვენს პატარას აუცილებლად ეყოლება მულტფილმის ან ზღაპრის საყვარელი პერსონაჟი. მისი
კოსტიუმი კი მას ძალიან გაახარებს.
კონსტრუქტორებიც სხვადასხვა სახეობის არსებობს: რკინის, პლასტმასის, მუყაოს და ა.შ. ის ყველა ბავშვს უყვარს.
ახლა ის უკვე ორივე სქესის არსებობს! თუ თქვენს შვილს უკვე ჰყავს საყვარელი
თოჯინა-ბავშვი, მაშინ მას რაიმე ინვენტარი უყიდეთ, მაგალითად, თოჯინის ჩასაცმელი, აბაზანა, ეტლი და ა.შ.
აქაც იგივე სიტუაციაა! ბარბი ყველა პატარა გოგონას უყვარს და რაც უფრო მეტი
ბარბი (და მისი მეგობარი) ჰყავს, მით უკეთესად გაერთობა. ასევე, შეგიძლიათ უყიდოთ ბარბის სახლი, მანქანა და ა.შ.
ბიჭისთვის არასოდესაა სათამაშო
მანქანა ზედმეტი. თუნდაც მთელი კოლექცია ჰქონდეს. შეგიძლიათ უყიდოთ ასაწყობი მანქანა-მოდელი, რომელსაც თავად ააწყობს, ან პარკინგი - სადაც თავის მანქანებს შეინახავს.
ის ელემენტზე ან დენზე მუშაობს. შეგიძლიათ ჩაურთოთ ძილის წინ და მისი ოთახი ჯადოსნურ ადგილად გადაიქცევა.
8. ნაკრები ინტერესის მიხედვით
თუ პატარა
ექიმობაზე ოცნებობს, უყიდეთ მას საექიმო ნაკრები; თუ ფიზიკის კანონებით ინტერესდება - მაშინ „გასართობი ფიზიკა“ შეურჩიეთ. ასევე, ფოკუსების გასაკეთებელი ნაკრები, „ვეტერინარი“ და ა.შ.
9. მსახიობი
თუ თქვენს პატარას მსახიობის ნიჭი აქვს, უყიდეთ თითების თეატრი.
10. საცეკვაო ხალიჩა
ხალიჩა, რომელზეც ის ცეკვას შეძლებს, შესანიშნავი საჩუქარია. შეგიძლიათ ოჯახის წევრებმა შეჯიბრიც მოაწყოთ.