მალე ახალი წელია. დროა, უკვე ახლობლების საჩუქრებზე დავიწყოთ ფიქრი. ლამაზად და ორიგინალურად მიწოდებული უბრალო საჩუქარიც კი სასიხარულოა.
ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ იდეას, თუ როგორ უნდა შეფუთოთ საჩუქრები ლამაზად.
ნაძვის ხის სათამაშო
ბაფთები – ძალიან ბანალურია. საახალწლო საჩუქარი აჯობებს ნაძვის ხის სათამაშოთი გააფორმოთ.
შპალერი
შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შპალერის ნარჩენებში გახვეული საჩუქარი ძალიან ლამაზი იქნება.
ქილები
მინის ქილები ძალიან ორიგინალური შეფუთვა იქნება პატარა პრეზენტებისთვის.
მაქმანები ზამთრის დეკორით
მაქმანები, ლენტები და ბაფთები ნებისმიერ საჩუქარს დაამშვენებს.
ზამთრის მორთულობა
გამოიყენეთ მარადმწვანე ხეების წიწვები საჩუქრის ყუთების გასაფორმებლად.
გირჩები
გირჩიც – ზამთრის ატრიბუტია, რომელიც ძალიან ორიგინალურ მორთულობად გამოდგება.
მამაკაცის საჩუქრისთვის
ასეთი შეფუთვა იდეალური იქნება საყვარელი მამაკაცის საჩუქრისთვის.
ბიჟუტერია
ბროშებით, თმის სამაგრებითა და ძველი ბეჭდების თვლებითაც შეგიძლიათ იფანტაზიოროთ საჩუქრის შეფუთვისას.
ლენტები
ლენტების გარეშე არაფერი გამოვა.
ნახატები
ყველაფერში მთავარია – ორიგინალურობა. თუკი არ გაქვთ დრო მოსართავების შესაძენად – თავად დახატეთ ისინი!
საშობაო ირემი
ასეთი საყვარელი ირემი ნებისმიერ საჩუქარს განსაკუთრებულს გახდის. და მისი გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. მიჰყევით ნახატებით წარმოდგენილ ინსტრუქციას.
ფოტოები
რატომ არ უნდა გააფორმოთ საჩუქარი ფოტოებით?! შესანიშნავი იდეაა.
ფიფქები
მათი გაკეთება ყველამ იცის. ასე რომ, გააფორმე საჩუქრის ყუთები ქაღალდებისგან მარტივად გამოჭრილი ფიფქებით.
შოკოლადის ყუთი
გააკეთეთ ჩვეულებრივი შოკოლადის ფილის შეფუთვა!
ჩიფსების კოლოფი
გადააქციეთ საახალწლო საჩუქრის ყუთად. იხილეთ ვიდეო