ნაგავი ძალიან სწრაფად ივსება და ჩვენ ვერ ვასწრებთ, ყურადღება მივაქციოთ ნაგვის ურნის მდგომარეობას.
ნაგვის პარკების მიუხედავად, საჭმლის ნარჩენები ასე თუ ისე მაინც ხვდება ურნაში და უსიამოვნო სუნს ავრცელებს.
უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად მარტივ და ეფექტურ ხრიკს გთავაზობთ:
ბამბის ბურთულაზე რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დააწვეთეთ და კონტეინერის ძირში, პარკის ქვეშ მოათავსეთ. ბურთულა უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებს.