მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობს 12 ნოემბერს 88 წელი შეუსრულდებოდა.
ნათელი ინდივიდუალიზმი
გრეის კელი მთელი ცხოვრების მანძილზე, პრაქტიკულად, ერთი და იმავე სტილის ვარცხნილობას ატარებდა, რაც მისი სავიზიტო ბარათი გახლდათ. ე.წ. long bob-ს გრეისი ატარებდა კარიერის დასაწყისში, როცა ფოტომოდელად მუშაობდა და მაშინ, როცა მონაკოს პრინცესა გახდა.
სამეფო წოდება
გრეისი ძალიან მკაცრად აღზარდეს: დედა ღრმად მორწმუნე კათოლიკე, მამა კი ოლიმპიური ჩემპიონი გახლდათ. კელის ბავშვობა შეიძლება ერთი სიტყვით აღვწეროთ - დისციპლინა. მკაცრი მშობლები შვილის მომგებიან ქორწინებაზე ოცნებობდნენ, ამიტომ ღირსეული დედოფლისთვის შესაფერის თვისებებს უნერგავდნენ. რაც ყველაზე მთავარია, საჭირო შთაბეჭდილების მოსახდენად - სხეულის იდეალურად დაჭერა და თავის ამაყად მოძრაობა სჭირდებოდა. გრეისი საათობით ვარჯიშობდა, რათა გამართულად და მაღლა აწეული თავით ევლო, ამასთან, ბუნებრივი ყოფილიყო. ამ ყველაფერს ტყუილად არ ჩაუვლია. როცა გრეის კელი მართლაც გახდა მონაკოს პრინცესა, ის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
იდეალური გარდერობი
გრეისის ხანმოკლე კარიერა new look-ის სტილში აყვავდა, XX საუკუნის ყველაზე ქალური და მდიდრული სტილი. სამოსისადმი მოთხოვნა იყო შემდეგი - ის უნდა ყოფილიყო მდიდრული, მაგრამ გრეისის სილამაზე არ უნდა დაეჩრდილა. ამასთან, გრეისს არ უყვარდა ზედმეტად თამამი სამოსი და სხვებისგან განსხვავებით, იშვიათად იცვამდა ღრმა დეკოლტეს. წაიკითხეთ სრულად beaumonde.ge-ზე