ახალი მაგნიტური ქარიშხალი დედამიწას 25 ოქტომბრიდან მოიცავს, აცხადებს ნასა.
ბოლო ინფორმაციით, დედამიწაზე იქროლებს მძლავრი მზის სიჩქარის ქარი (ასე უწოდებენ პლაზმის დინებას, რომელიც მზის ატმოსფეროდან გამოედინება).
მცირე და ზომიერი მაგნიტური ქარები დედამიწის ზედაპირზე 25-26 ოქტომბერს იქროლებს. ამ ინფორმაციას ადასტურებს მზის რენტგენულ-ასტრონომიული ლაბორატორია:
"მზის ქარსა და მზის მაგნიტურ ველზე დაკვირვება ამტკიცებს, რომ კვირის დასაწყისში ჩვენს პლანეტაზე მაგნიტური ქარები იქროლებს."
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის!
მოსალოდნელია, რომ უფრო ინტენსიური გეომაგნიტური ქარიშხალი დაატყდება თავს ჩვენს პლანეტას 2 და 3 ნოემბერს.
რა არის გეომაგნიტური ქარიშხალი?
გეომაგნიტური ქარიშხალი - ეს არის დედამიწის მაგნიტური ველის მერყეობა, რაც გამოწვეულია მზის ქარის გაძლიერებით.
მზეზე აფეთქებების შედეგად კოსმოსში იტყორცნება პროტონებისა და ელექტრონების უდიდესი რაოდენობა, რაც რამდენიმე დღეში დედამიწის ატმოსფეროში 1000 კმ/ს სიჩქარით აღწევს.
მზის ქარის საკმაოდ ძლიერი ნაკადის ზემოქმედება ადამიანებსა და ცხოველებზე აისახება.
როგორ მოქმედებს ეს ადამიანებზე?
ხშირად მაგნიტური ქარები ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ის სახიფათოა, პირველ რიგში, არტერიული ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონეთათვის. დაახლოებით 70% ინფარქტებისა, ჰიპერტონიული კრიზისების და ინსულტებისა სწორედ მზის ქარების დროს ხდება.
მაგნიტურ ქარებს თან ახლავს თავის ტკივილი, შაკიკი, გახშირებული გულისცემა, უძილობა, ცუდი გუნება-განწყობა, უხასიათობა, წნევის დაცემა. მეცნიერები თვლიან, რომ მაგნიტური ველის მერყეობა ანელებს კაპილარული სისხლის მიმოქცევას და ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდება პასიური ხდება.
მაგნიტური ქარების ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ მოყვება დედამიწის მოსახლეობის 50-75%.
ამასთან, ადამიანთა უმეტესობას მაგნიტურ ქარებზე რეაქცია 1-2 დღით ადრე ეწყება, ანუ მზეზე აფეთქებების მომენტში.