ხანდახან დადგმული კადრები არ ამართლებს მოლოდინს და ძალიან არაბუნებრივად გამოიყურება. როგორ შევქმნათ ცოცხალი ფოტოები? როგორ ვიპოვოთ საუკეთესო რაკურსი? გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები და გარწმუნებთ, ფოტოებზე უნაკლოდ გამოხვალთ.
მზერა კამერიდან
მოდელის შორს მიპყრობილი მზერა ინტრიგას ქმნის. ასეთი ფოტოს თვალიერებისას, მუდამ გიჩნდება კითხვა: ნეტავი რა იმალება იქ, კადრს მიღმა? როცა ამ მზერას ემოციებიც ახლავს, ფოტო უფრო საინტერესო გამოდის.
ექსპერიმენტები ხელების წყობით
ხელების შემოწყობა თავსა და სახის გარშემო, ხასიათს ქმნის კადრში. მისი შეცვლა შეიძლება, ამასთან მიიღებთ არაჩვეულებრივ ეფექტებს. მთავარი წესი: კადრში გაშლილი ხელისგული არ უნდა მოხვდეს, მხოლოდ გვერდულად.
მომგებიანი პოზა
როდესაც კედელს ეყრდნობი, მოდუნებულად გრძნობ თავს , ეს კი კადრს მომხიბვლელობას სძენს. შეგიძლიათ სხვადასხვაგვარად მიეყრდნოთ კედელს, შეცვალოთ ხელებისა და თავის განლაგება, მიმართოთ მზერა სხვადასხვა მხარეს.
ქალური ფოტო
შიშველი ზურგი ფოტოებზე ღვთაებრივად გამოიყურება. არ არის აუცილებელი, სრულად გაიმეოროთ ეს ესკიზი, საკმარისია ნაწილობრივი სიშიშვლეც.
მუდამ მომგებიანი პოზა
მკერდზე გადაჯვარედინებული ხელები შესანიშნავად გამოიყურება. აქ პატარა ხრიკთან გვაქვს საქმე! ეს შეიძლება ფოტოებზეც კარგად გამოვიდეს და რეალურ ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ, უკეთ გამოიყურებოდეთ.
ღიმილი
ხშირად, გვერიდება ფოტოზე გაღიმება. ზოგი არაიდეალურ კბილებს მალავს, ზოგი კი ფიქრობს, რომ ლოყები დიდად გამოიყურება, მაგრამ ღიმილი - მშვენიერი ინსტრუმენტია საუკეთესო ფოტოების შესაქმნელად.
მზერა მხარს მიღმა
ჩამოშვებული ნიკაპი და მზერა მხრიდან, ვიზუალურად დააგრძელებს სახეს. ასეთი რაკურსი ყველას უხდება და კარგი ფოტოც გარანტირებულია.
არაფორმალური პოზა
ასეთი კადრები განსაკუთრებულ სითბოს ასხივებენ, რადგან მოდელი თავს თავისუფლად გრძნობს და ეს შესამჩნევია. მოხრილი ფეხი კადრში ეფექტურად გამოიყურება.
ღირსებების დემონსტრირება
ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას თავისი პლიუსები აქვს. კარგმა ფოტომ ხაზი უნდა გაუსვას შენს ინდივიდუალურ სილამაზეს. ასეთი პოზა ქალის სხეულს შესანიშნავად წარმოაჩენს და ექსმერიმენტებიც დაშვებულია.
ბუნებასთან შერწყმა
სტუდიური ფოტოები ახლა ძალიან პოპულარულია, მაგრამ საუკეთესო კადრები მაინც ბუნებაში გამოდის. ბალახზე, ყვავილებთან, ხეებთან, ფოთლებთან... მოდელი მუდამ მომხიბვლელად გამოიყურება. კარგად გამოდის ასეთი ფოტოები, თუ ქვედა რაკურსიდანაა გადაღებული.