ადამიანი ჩვეულებებისგან შედგება. გაიგეთ, რომელი ჩვეულება გახასიათებთ თქვენ ან თქვენს დაქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
დახურული სივრცის ფობია აქვს.
მოსწონს ლამაზი თავსაბურავები.
უყვარს სწრაფი ქროლა მანქანით.
ლაპარაკობს და იცინის ხმამაღლა, გამოკვეთილად.
კურო
ვერ იტანს ღია კარს, ყველგან ხურავს.
უყვარს ნებისმიერი ფორმისა და ფერის ლამაზი ჩანთა.
პარფიუმის გარეშე სახლიდან არ გამოვა.
უვლის ყვავილებს.
ტყუპი
მუდამ თან დააქვს მობილური.
მუდამ აღებს ფანჯრებს შენობაში.
უყვარს ექსტრემალური, აქტიური დასვენება.
ახასიათებს აქტიური ჟესტიკულაცია.
კირჩხიბი
კოსმეტიკიდან მხოლოდ ტუშს იყენებს.
სენტიმენტალურია, ინახავს ბავშვობისდროინდელ ნივთებს.
უჭირს ძველი ნივთების გადაყრა.
შოპინგისას უყვარს ვაჭრობა.
ლომი
უყვარს თითზე თმის დახვევა.
ატარებს ოქროს სამკაულებს.
მუდამ აქვს თან სარკე.
იცვამს ბრენდულ სამოსს.
ქალწული
ეშინია ჭუჭყიანი ხელების.
სუნამოებში უპირატესობას ანიჭებს ტკბილ არომატს.
მოწყენილობისას ზედაპირზე თითებით აკაკუნებს.
იკვნეტს ტუჩებს.
სასწორი
იცვამს ცნობილი ბრენდების სამოსს.
ჯდომისას ფეხის ფეხზე გადადება უყვარს.
კოსმეტიკის ჩანთით უამრავ ნივთს ატარებს.
მუდამ ყიდულობს უსარგებლო, მაგრამ საყვარელ ნივთებს.
მორიელი
სექსში ექსპერიმენტატორია.
ისვამს წითელ პომადას.
და აბრეშუმის თეთრეულს.
ბრენდების მოტრფიალეა.
მშვილდოსანი
ვერ იტანს საოფისე დრესკოდს.
აზარტულია - თამაშობს ლატარიას, კაზინოში.
უყვარს ცისფერი ნივთები.
აქტიური დასვენება ხიბლავს.
თხის რქა
მუდამ უკეთია საათი.
თან აქვს ბლოკნოტი, რომელშიც იდეებს, შენიშვნებს იწერს.
უჭირს წლების წინ არჩეული პარფიუმის შეცვლა.
არ უყვარს ექსპერიმენტები. თუ კაფეში წავა, მხოლოდ შემოწმებულში.
მერწყული
ვერ იტანს სიბნელეს.
ატარებს ცნობილი ბრენდების სათვალეს.
უყვარს ბრილიანტები.
მუდამ აახლებს გაჯეტებს.
თევზები
მუდამ გადაჯვარედინებული ფეხებით ზის.
აქვს ფეხსაცმლის კოლექცია.
ხელები მუდამ მოვლილი აქვს.
ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ყავის გარეშე.