რამდენჯერ გადაგიყრიათ ძველი ტანსაცმელი? და რამდენჯერ არ ყოფილა ის ტანსაცმელი ძველი, მაგრამ უბრალოდ, მოგბეზრდათ? მოგივიდათ პატარა ან დიდი?
ეს დედა არასოდეს ყრის ტანსაცმელს! მეუღლის ძველ პერანგებს პატარა ქალიშვილისთვის შესანიშნავ, მოდურ სამოსად აქცევს...
ოთხი შვილის დედას კერვა არასოდეს უსწავლია. ის ხატვის მასწავლებელი იყო. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ დეპრესია დაეწყო. ცხოვრობდა პატარა, ერთოთახიან ბინაში, ქმართან და შვილთან ერთად და არაფერი უხაროდა. ასეთ პატარა სივრცეში, თანაც ახალშობილთან ერთად, ის ხატვასაც კი ვეღარ ახერხებდა.
ერთხელ ქმარმა მას საკერავი მანქანა მოუტანა. სტეფანიმ, - ასე ჰქვია ამ ნიჭიერ დედას, კერვა დამოუკიდებლად ისწავლა და პლუშის სათამაშოების შეკერვა სცადა. ვიდეოგაკვეთილებს YouTube-ზე უყურებდა.
«სამი თვის წინ ჩემმა ქმარმა გადასაყრელად გადაარჩია თავისი ტანსაცმლის ნაწილი. იქ დავინახე პერანგი, რომელიც შობაზე ვაჩუქე. ძალიან გავბრაზდი. რამდენიმე პერანგი ამოვარჩიე და ცალკე შევინახე. იდეა მალე მოვიდა! "
სტეფანიმ შვილისთვის შესანიშნავი ტანისამოსი შეკერა.
მისი ქალიშვილების კაბები ყველას ძალიან მოსწონს. სტეფანის ჰობი მეზობლებმაც გაიგეს და მასთან ძველი ტანისამოსი მოაქვთ.
წყარო: boredpanda.com