შვებულებამდე ყველა წინასწარ გეგმავს დასვენების ადგილს, კულტურულ პროგრამას, სალონურ პროცედურებს. თუმცა, ქალები, ხშირად ჩანთის ჩალაგებას ბოლო მომენტისთვის გადავდებთ ხოლმე და არ არსებობს, მნიშვნელოვანი ნივთი რომ არ დაგვრჩეს.
ასეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, გაითვალისწინეთ 10 რჩევა.
1. პოზიტიურად განეწყვეთ.
2. სამსახურში რამდენიმე დღით ადრე დაწერეთ შვებულების განცხადება.
3. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად გამონახეთ დრო და გაესინჯეთ ექიმს.
4. გადახედეთ მომდევნო დღეების ამინდს. ჩამოწერეთ თან წასაღები სამოსის სია: საცურაო კოსტიუმი, კაბა, შარვალი, ქვედაკაბა, მოსასხამი. არ დაგავიწყდეთ შლაპა, მოსახერხებელი ფეხსაცმელი, სათვალე. ჩალაგებამდე ყველა ნივთი მოიზომეთ, დარწმუნდით, რომ არ დაგიპატარავდათ.
5. მოამზადეთ სამგზავრო აფთიაქი: ჩაილაგეთ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ალერგიის საწინააღმდეგო, დამწვრობის საშუალებები. აგრეთვე, ბინტი, სანტავიკი, მშრალი და სველი ხელსახოცები.
6. წინასწარ ჩაეწერეთ სალონში. ჩაიტარეთ ყველა პროცედურა: მანიკიური, პედიკიური, ვარცხნილობა.
7. გათავისუფლდით არასასურველი თმისგან. ლაზერული ეპილაცია შვებულებამდე რამდენიმე კვირით ადრე უნდა გაიკეთოთ. შუგარინგი და ეპილაცია ეპილატორით გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.
8. თანაბარი ნამზეურის მისაღებად მოიმზადეთ კანი, გაიკეთეთ: სკრაბი, პილინგი, სპა-პროცედურები.
9. დარწმუნდით, რომ საჭირო თანხა გაქვთ ბარათზე. გარკვეული რაოდენობა იქონიეთ ქეშად.
10. სახლიდან გამოსვლის წინ შეამოწმეთ, დოკუმენტები და ფული. მთავარია, ეს ორი ნივთი არ დაგრჩეთ, დანარჩენის ყიდვას ადგილზე შეძლებთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ და წინ, თავგადასავლებისკენ!