კაცობრიობა არ იყოფა მარტო ქალებად და მამაკაცებად, ”ტექნოლოგიურებად” და ”ჰუმანიტარებად”, არსებობს ადამიანთა კიდევ ორი ჯგუფი: ”ემოციური” და ”რაციონალური”.
”რაისის” უნივერსიტეტის მკვლევარებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და ხუთი ძირითადი განსხვავება იპოვეს.
- ისინი, ვინც ”თავით აზროვნებენ”, საკუთარ თავს - რაციონალურ, ლოგიკურ ადამიანებად მიიჩნევენ, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი სენტიმენტალურობისაკენ. დანარჩენები, ვინც გულით ფიქრობენ, საკუთარ თავს ემოციურ ადამიანებად თვლიან, რომლებიც ძალიან კომუნიკაბელურები არიან და თანაგრძნობა შეუძლიათ.
- ”გულიანი” ადამიანები ისეთ მოვლენებსაც განიცდიან, რომლებიც პირადად მათ არ ეხებათ. ისინი ხშირად განიხილავენ ზოგად კეთილდღეობას და იშვიათად - საკუთარს. ამის გამო ისინი ხშირად ვერ აღწევენ ცხოვრებაში სასურველ მიზანს.
- ”თავით მოაზროვნეები” უკეთესად სწავლობენ სკოლაში. იმიტომ არა, რომ მათ უფრო მეტი ტვინი აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ნაკლებ დროს კარგავენ სხვების პრობლემებზე ფიქრში.
- გულიანი ადამიანები უფრო დიდ სტრესში ცხოვრობენ. ამას რაციონალური ახსნა აქვს: მათ გამუდმებით შესტკივათ გული - ყველაფერზე.
- იმაზე, რაციონალური ხართ თუ ემოციური, დამოკიდებულია, როგორ ხარჯავთ ფულს. რაციონალური ადამიანები გაცილებით ნაკლებს ხარჯავენ და აი, რატომ: არჩევანის პროცესიც შეიძლება ძალიან დიდხანს გაუგრძელდეთ.
იხილეთ ასევე: რა უნდა იცოდნენ მათ, ვინ ხშირად ელაპარაკება საკუთარ თავს