თუ გსურთ, ოთახში სუფთა ჟანგბადი გქონდეთ და კარგად გამოიძინოთ, ეს ოთახის მცენარეები უნდა შეიძინოთ:
1. სამზოლიანი სანსევერია
NASA-ს კვლევების თანახმად, შესანიშნავად წმენდს ჰაერს, მაგრამ აუცილებლად უნდა გაწმინდოთ მისი ფოთლები მტვრისგან.
2. ალოე
სამკურნალო თვისებების გარდა, ის შესანიშნავად წმენდს ჰაერს და თუ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებები გავრცელდება, მისი ფოთლები ყავისფერი ლაქებით იფარება.
3. ჟასმინი
ჟასმინი ძალიან კარგია საძინებელი ოთახისთვის. მისი სასიამოვნო სურნელი მშვიდი ძილის გარანტია.
4. ლავანდა
საუკეთესოა რელაქსაციისთვის.
5. გარდენია
მას ჟასმინის მსგავსად, დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და დაგეხმარებათ, რომ არ ინერვიულოთ. ის ასევე ძალიან კარგი იქნება ოფისშიც.