ალკანური დიეტა მსოფლიო ვარსკვლავების ახალი ტრენდია. მისი მთავარი მიმდევრები გახლავთ ვიქტორია ბექჰემი, ჯენიფერ ენისტონი, გვინეტ პელტროუ და კირსტენ დანსტი.
მაგრამ ამ დიეტამ ჰოლივუდს მიღმაც ჰპოვა პოპულარობა, რადგან ის ყველაფერს იძლევა, თანაც სწრაფად: მოხდენილ ტანს, გლუვ კანს და სასიცოცხლო ენერგიას სტრესის გასამკლავებლად.
დიეტის ავტორები - ექიმი-ნუტრიციონისტები ვიკი ეჯსონი და ნატაშა კორეტი არიან. მათ დაადგინეს, რომ ძალების, ახალგაზრდობისა და სილამაზის მთავარი ფაქტორი pH ბალანსი გახლავთ.
ორგანიზმი ოპტიმალურ რეჟიმში მუშაობს, თუ pH ნორმაშია - 7,35-დან 7,45-მდე.
თუ ბალანსი ნორმაშია, მადის კონტროლი არ მოგიწევთ, კანი მბზინვარე იქნება, ხასიათი კი - ამაღლებული.
pH ბალანსის დარღვევას საშინელი შედეგი მოსდევს: გულძმარვა, იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევა, დაღლილობა, უსიამოვნო სუნი პირიდან, კანის სიწითლე, ქავილი და ა.შ.
დიეტის არსი მარტივია: შეგიძლიათ მიირთვათ ყველაფერი, მაგრამ მნიშვნელოვანია პროპორციებით: 20% მჟავიან პროდუქტებზე უნდა მიირთვათ 80% ტუტოვანი პროდუქტები.
აი, მჟავიანი პროდუქტები, რომელთა რაოდენობა მკაცრად უნდა გააკონტროლოთ:
ხორცი, ფრინველი, თევზი:
საქონლის
ღორის
ქათმის
ღვიძლი
ზღვის თევზი
მიდიები
სუბპროდუქტები
ცხიმები:
სიმინდის ზეთი
კარაქი
მარგარინი
სასმელები:
ალკოჰოლი
გაზიანი
ნაყიდი წვენები
ყავა
რძე
შავი ჩაი
რძის ნაწარმი:
მაღალპროცენტიანი რძე
ნაღები
მაგარი სახეობის ყველი
ხაჭო
ტკბილეული:
თაფლი
შაქარი
ფრუქტოზა
ჭარხლის შაქარი
შოკოლადი
შაქრის შემცვლელები
სხვადასხვა:
კონსერვები
ნახევარფაბრიკატები
ფასტ-ფუდი
პურ-ფუნთუშეული:
თეთრი ფქვილის ნაწარმი
სოუსები:
კეტჩუპი
მდოგვი
სოიოს სოუსი
ძმარი
მაიონეზი
თხილეული:
არაქისი
ქეშიუ
ფსტა ("ფისტაშკები")
ეს კი ტუტოვანი პროდუქტები, რომელთა რაოდენობა შეზღუდული არ არის:
ბოსტნეული:
ყველანაირი, გარდა კარტოფილისა
ხილი:
ავოკადო
ლაიმი
ლიმონი
ბურღულეული და პარკოსნები:
წიწიბურა
შვრია
ქერი
ბარდა
ლობიო
თხილეული:
ბრაზილიური თხილი
ნუში
მზესუმზირა
გოგრის თესლი
ცხიმები:
ზეითუნის ზეთი (ცივი გამოხდის)
სელის ზეთი
მოკლედ, ხორცი, როგორც ხედავთ, უმცირესობაშია, ამიტომ უმჯობესია, თუ მას დიდი ოდენობით ბოსტნეულთან ან ფაფებთან მიირთმევთ.
ამ დიეტის დაცვით წონაში კლების ტემპი - თვეში 4 კგ. და უნდა დაიცვათ მთელი წლის განმავლობაში ზედმეტი დაძაბულობის გარეშე.