მილიონობით ადამიანი ზრუნავს წონაზე, განსაკუთრებით, ქალები, რომლებიც ოცნებობენ დიდი ძალისხმევის გარეშე გახდომაზე. მაგრამ ხანდახან ეს მართლაც ძალიან რთულია.
მიუხედავად ამისა, არსებობს ინგრედიენტები, რომლებიც ბუნებამ გვაჩუქა, რათა წონაში დაკლების პროცესი დავაჩქაროთ.
ოდესმე გიცდიათ დარიჩინი გასახდომად? ეს ჯადონსური ჯოხი არ არის, ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი ეფექტურია სწორ კვებასთან და აქტიური ცხოვრების წესთან ერთად.
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 250 მლ წყალი
მომზადების წესი:
- აადუღეთ წყალი და დარიჩინი, აცადეთ გაცივება.
- შემდეგ დაუმატეთ თაფლი.
გამოყენების წესი:
- მიღებული სითხის ნახევარი დალიეთ ძილის წინ, მეორე ნახევარი კი დილით, უზმოზე.
- უკვე 7 დღის მერე შეამჩნევთ, რომ წონაში უფრო სწრაფად იკლებთ, ვიდრე აქამდე. შედეგები, უდავოდ, გაგაოცებთ.
- თაფლი ანტიოქსიდანტებსა და ფერმენტებს შეიცავს, რომლებიც დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმზე.
- დარიჩინი ამაღლებს მეტაბოლიზმს და ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
- ამ ორი ინგრედიენტის ნარევი ერთგვარ დინამიკურ დუეტს ქმნის და მისი მიღება ხელს უწყობს წონაში ეფექტურად კლებას.