გაგიკვირდებათ, რამდენად ეფექტურად შეიძლება ხანდახან ისეთი რამეების გამოყენება, რასაც, როგორც წესი, სანაგვეში ვყრით. მაგალითად, ფორთოხლის ქერქი.
უსიამოვნო სუნის გაქრობა
უსიამოვნო სუნის მოსაცილებლად, მაგალითად, თევზის მომზადების შემდეგ, აირღუმელში მოათავსეთ ფორთოხლის ქერქი. ჩართეთ ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე და გააჩერეთ 15-20 წუთით. ამგვარად, აირღუმელიც გასუფთავდება და სამზარეულოში ფორთოხლის სასიამოვნო სუნი დატრიალდება.
კბილების გათეთრება
უბრალოდ, მოუსვით კბილებზე ფორთოხლის ცედრა და თქვენი ღიმილი ქათქათა გახდება D-ლიმონენის წყალობით, რომელსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს.
მწერების დაფრთხობა
ციტრუსის სურნელი - ცნობილი საშუალებაა მავნე მწერების წინააღმდეგ. მოათავსეთ ფორთოხლის ქერქი ონკანის ქვეშ ან კარადასთან. ეს დააფრთხობს ტარაკნებსა და ჭიანჭველებს.
ონკანის გაწმენდა
მოუსვით ფორთოხლის ქერქი ონკანებს. ციტრუსის ზეთი კარგად წმენდს ცხიმისა და კალციუმის ნადებს.
რელაქსაცია
გაახმეთ ფორთოხლის ქერქი, შემდეგ დააქუცმაცეთ კომბაინში ან ყავის საფქვავში, სანამ ფხვნილად არ იქცევა. დაუმატეთ ფხვნილი აბაზანას. ციტრუსის არომატი დაგეხმარებათ მოდუნებაში და მოგიხსნით დაღლილობას მძიმე დღის შემდეგ.
რეცეპტი: დაამატეთ ძმრიან ბოთლში ფორთოხლის ქერქი, მოხუფეთ და მოათავსეთ 2 კვირით მაცივარში. პერიოდულად შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ გახსენით ძმარი წყალში, გადაასხით პულველიზატორიან ბოთლში და გამოიყენეთ მინის, მეტლახისა და სარკეების გასაწმენდად.