სახის კრემისგან სასწაულს ველით: კანი უნდა დაატენიანოს, გამოკვებოს; ნაოჭები გაასწოროს. თუმცა, ხშირად, ყველაზე ძვირად ღირებული კრემიც კი ვერ ამართლებს ჩვენს მოლოდინს. გაიგეთ რა შეცდომებს უშვებთ კრემის წასმისას და დარწმუნდებით, რომ თავად კრემი დამნაშავე არაა.
არ ისვამთ სუფთა კანზე
იცით, რომ ყველა კრემი სუფთა კანზე უნდა წაისვათ? მაგრამ ზოგჯერ მხოლოდ წყლით დაბანა საქმეს არ შველის, ჭუჭყი შეიძლება ფორებში ღრმად იყოს გამჯდარი. ამიტომ, სახე ცოტათი უნდა დაიორთქლოთ, გაიწმინდოთ და შემდეგ წაისვათ კრემი.
ცივ კრემს ისვამთ
გოგონების უმეტესობა კრემს მაცივარში ინახავს და ცივს ისვამს სახეზე. მაცივარში კომპონენტები იყინება და მის წასმას აზრი აღარ აქვს. კრემი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
კრემს ხელით იღებთ
რამდენჯერაც ჩაყოფთ ქილაში ხელს (სუფთასაც კი), იმდენჯერ გაამდიდრებთ ბაქტერიებით. კრემის ამოსაღებად გამოიყენეთ სპეციალური კოვზი.
კრემს მასაჟის ხაზებზე არ ისვამთ
თუ სახეზე ქაოსურათ ისვამთ კრემს, ეფექტი არ ექნებს. პირიქით, კანს კიდევ უფრო გაიწელავთ.
დილა-საღამოს გაიკეთეთ ერთწუთიანი მასაჟი, კრემი წაისვით ცენტრიდან პერიფერიისკენ. ანუ შუბლის ცენტრიდან კიდეებისკენ. ცხვირიდან - ყურებისკენ, ნიკაპიდან ყბებამდე.
ღამის კრემს დაწოლამდე 5 წუთით ადრე ისვამთ
კრემს კანი კი არა, ბალიში შეიწოვს. ღამის კრემი დაწოლამდე 40 წუთით ადრე უნდა წაისვათ.
არ იშორებთ ღამის კრემს
თუ დილით გაღვიძებული აღმოაჩენთ, რომ ღამის კრემი ისევ სახეზე გაქვთ, უნდა შეცვალოთ, ის თქვენს კანს არ უხდება, ან სქლად ისვამთ. უმჯობესია, ძილის წინ კრემი სახიდან მოიცილოთ, ან ქაღალდის ხელსახოცის მსუბუქი მიდებით, ან გელით, ქაფით.
დღის კრემს ქუჩაში გამოსვლის წინ იცვამთ
კრემი სახეზე ქუჩაში გამოსვლამდე 1 საათით ადრე უნდა წაისვათ, რათა კანმა ყველა სასარგებლო ნივთიერების შეწოვა მოახერხოს. ზედმეტი კი ხელსახოცით მოიშოროთ.
ხშირად ხმარობთ მკვებავ კრემს
მკვებავი კრემი კვირაში ორ-სამჯერ უნდა წაისვათ სახეზე. დანარჩენ დროს - დამატენიანებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კანს იმუნიტეტი დაეკარგება, `გაზარმაცდება".
კრემს სქელ ფენად ისვამთ
ამ შემთხვევაში ხელგაშლილობა საზიანოა. კანს იმდენი კრემი სჭირდება, რამდენსაც შეიწოვს. თუ კანზე კრემის სქელი ფენა გადაისვით, კანი ვეღარ ისუნთქებს, რაც მის ნაადრევ დაბერებას გამოიწვევს.
არ ცვლით კრემს
თუ ერთი და იმავე კრემს წლობით იყენებთ, ის დაკარგავს ფუნქციას. ორ-სამ თვეში ერთხელ შეცვალეთ კრემი. შეგიძლიათ ცოტა ხნით საბავშვო კრემი წაისვათ, მერე ისევ თქვენს საყვარელ სახეობას დაუბრუნდეთ. კანსაც სჭირდება ხოლმე დიეტა, შემდეგ სასარგებლო ნივთიერებების შეთავსება იდეალურად რომ შეძლოს.