ვინაიდან დედამიწა განაგრძობს გლობალური დათბობისგან ტანჯვას, ზოგიერთი მისი არაჩვეულებრივი ადგილი გაქრება სამუდამოდ. ალბათ გაგიგიათ, რომ "ვენეცია იძირება", მაგრამ ამ პროცესის სისწრაფის მასშტაბი ვერ გაგითავისებიათ.
ეს ნაკრები გამოგაფხიზლებთ. აი, პლანეტის 9 ადგილი, სადაც უახლოეს წლებში ჩასვლა უნდა მოასწროთ, სხვაგვარად მათ ხილვას ვერასოდეს შეძლებთ.
მალდივის კუნძულები
მალდივები, რომელიც 1200 კუნძულისგან შედგება, ზღვის დონიდან 1 მეტრზე მდებარეობს. გასაკვირი არცაა, რომ მსოფლიო ოკეანის სიღრმის მატება მალე ამ კუნძულებს წყალქვეშ დაასამარებს.
მალდივების ფედერალურმა მთავრობამ უკვე დაიწყო მიწების შეძენა სხვა ქვეყნებში თავისი მოქალაქეებისთვის. როდის ჩაიძირება მალდივები, ცნობილი არ არის, მაგრამ ეს რომ უახლოეს 100 წელიწადში მოხდება, ფაქტია.
დიდი ბარიერული რიფი
ავსტრალიის ნაპირებზე მდებარე დიდი ბარიერული რიფი, უდავოდ, მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი მარჯნის რიფი გახლავთ.
მაგრამ მსოფლიო ოკეანის გამჟავიანება, დაბინძურება, ტემპერატურის მომატება და ციკლონები ხელს უწყობს მარჯნის გაუფერულებას.
მოლო 30 წლის განმავლობაში დიდი ბარიერული რიფის ნახევარზე მეტი უკვე გამქრალია, დანარჩენი ნაწილი 2030 წლისთვის გაქრება სამუდამოდ.
ვენეცია, იტალია
ცნობილ "ქალაქს წყალზე" უძველესი ისტორია გააჩნია და იტალიის ყველაზე რომანტიკულ ქალაქად მიიჩნევა.
ახლახან ჩატარებული კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ქალაქი 5-ჯერ სწრაფად იძირება, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა. ყველაფერთან ერთად სიტუაციას ამძიმებს ტურისტების დიდი რაოდენობა, რის გამოც ვენეცია კიდევ უფრო სწრაფად ინგრევა.
მადაგასკარი
მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ქალაქი უნიკალური ტროპიკული ტყეებისა და გარეული ცხოველების სავანეა. მიუხედავად ამისა, ეს მჭიდრო ეკოსისტემა ინგრევა ბრაკონიერობითა და ტყის ჭრის გამო. თუ საერთაშორისო დონეზე არ იქნება მიღებული შესაბამისი კანონები, 35 წლის შემდეგ მადაგასკარში არ დარჩება არც ტყეები და არც მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა.
მკვდარი ზღვა
თავისი 33,7% მარილიანობით მკვდარი ზღვა დედამიწაზე ყველაზე მარილიან წყალსაცავს წარმოადგენს. წყალი აქ 8,6-ჯერ უფრო მარილიანია, ვიდრე მსოფლიო ოკეანეში.
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მკვდარი ზღვა 3-ჯერ შემცირდა ზომაში და დაკარგა სიღრმე 24 მეტრით. წყლის ერთადერთი წყარო მდინარე იორდანე გახლავთ, რომელიც ასევე მალე დაშრება. მოსალოდნელია, რომ ისრაელის მთავარი ღირშესანიშნაობა უახლოესი 50 წლის განმავლობაში გაქრება.
ეროვნული პარკი გლეიშერი, მონტანა, აშშ
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ეროვნული პარკი გლეიშერი უდიდეს მყინვარს წარმოადგენდა 16 ათასი კვადრატული მილის ფართობით. 2010 წლისთვის აქტიური მყინვარებისგან დარჩა მხოლოდ 25.
წინასწარი პროგნოზით, მყინვარები აქ საბოლოოდ 2020 წლისთვის გაქრება, და კვლავ გლობალური დათბობის გამო.
გალაპაგოსის კუნძულები
კიდევ ერთი მსოფლიოსგან იზოლირებული კუნძული ხელუხლებელი ბუნებით მალე გაქრება. ამიტომაც, აქ ტურისტების რაოდენობა ბოლო ათწლეულის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა.
კუნძულზე უამრავი დიდი სასტუმრო და რესტორანია, აქ შენდება სასტუმროები და ბინძურდება წყალსაცავები. ამიტომ, ეკვადორის მთავარი ღირშესანიშნაობა ალბათ მალე გაქრება. ექსპერტების შეფასებით, კუნძულზე ცხოველთა უნიკალური სახეობების მხოლოდ 5% დარჩა, რომლებიც აქ ოდესღაც ბინადრობდნენ.
მდინარე კონგოს აუზი
მდინარე კონგოს აუზი ტროპიკული ტყეების სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჯუნგლები აქ 1,3 მილიონ კვადრატულ მილზეა გადაჭიმული და დედამისის ჟანგბადის 40%-ის გენერირებას ახდენს.
გაეროს მონაცემებით, ამ ეკოსისტემის 2/3 2040 წლისთვის გაქრება:ადგილობრივები ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონ ჰექტარ ტყეს ჭრიან.
პატაგონიის ყინულოვანი ტყეები
ეს გახლავთ მსოფლიოს უმსხვილესი მყინვარები, თუკი ანტარქტიდასა და გრენლანდიას არ ჩავთვლით. პატაგონიის ყინულოვანი ტყეები ჩილეში მდებარეობს და გლობალური დათბობა მათაც ემუქრება. ტყეები 100-ჯერ სწრაფად ქრება, ვიდრე ეს წინა ასწლეულებში ხდებოდა. მხოლოდ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ათეულობით მყინვარი გაქრა.