დაბინდული სარკე – ბევრი ჩვენგანისთვის ნერვების მომშლელი პრობლემაა. როცა აბაზანაში ორთქლი და სინესტეა, სარკე ისე იორთქლება, რომ რაც უნდა წმინდო, მაინც არაფერი შველის...
თუკი თქვენთვის ნაცნობია ეს უსიამოვნო მომენტი, გამოიყენეთ ნაცადი მეთოდი, რომელსაც ახლა გთავაზობთ! ის მომენტალურად მოქმედებს და აბაზანაში სარკეს დიდი ხნით დატოვებს სუფთას და დაიცავს დაორთქვლისგან.
საპონი დაორთქლილი სარკის წინააღმდეგ
1. სუფთა სარკე – არა მხოლოდ ლამაზია, არამედ მოსახერხებელიც. იმისათვის, რომ სარკე დიდი ხნით არ დაიორთქლოს, თუნდაც ერთი საათი იყოთ ცხელი შხაპის ქვეშ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გენიალური იდეა...
2. ერთადერთი, რაც დაგჭირდებათ – ეს ჩვეულებრივი მყარი საპონია. მშრალი სარკის მთელ ზედაპირზე დახატეთ საპნით პატარ-პატარა კვადრატები ან ზოლები.
3. თავდაპირველად სარკე დაიბინდება...
4. მაგრამ როცა საპნის კვადრატებს რბილი ჩვრით გაწმენდთ, ისე, რომ სრულიად არ გაქრება საპნის კვალი, შედეგად მიიღებთ მბზინავ და პრიალა ზედაპირს. ამ ხრიკის მეშვეობით სარკე აბაზანაში არანაირი ზემოქმედების ქვეშ აღარ დაიორთქლება და დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს.
5. ეს მეთოდი გამოგადგებათ ზამთარში სათვალის მინებისთვისაც: წაუსვით ცოტაოდენი საპონი სათვალის შუშებს და გაწმინდეთ კარგად ჩვრით. უნაკლოდ სუფთა მინებს მიიღებთ!