თმა წელიწადში საშუალოდ 15 სმ-ით იზრდება. ეს თვეში 1,25 სმ-ია. უფრო სწრაფად გინდათ, არა?
მაშინ გაითვალისწინეთ ეს 4 რჩევა:
1. ძირს შეჭრა!
ბევრი თვლის, რომ ბოლოების სისტემატური მოჭრით თმის ზრდას შეუწყობს ხელს. თუკი თქვენი მიზანი – ოპტიმალური სიგრძეა, მაშინ ყოველ 4-6 კვირაში თმის შესწორება თქვენთვის არ არის.
დაიმახსოვრეთ: მაკრატელი – მხოლოდ დაზიანებული და მკვდარი ბოლოებისთვისაა. შეჭრით თმის მდგომარეობას შეინარჩუნებათ, მაგრამ ზრდის პროცესს ვერ დააჩქარებთ.
2. გამოიყენეთ ნაკლები შამპუნი, რათა თმის ჯანმრთელ ზრდას შეუწყოთ ხელი
შამპუნების შემადგენლობაში შედის დეტერგენტები, რომლებიც თმას აშრობს და მტვრევადს ხდის. სუსტი თმა კი ცვივა.
გამოიყენო ნაკლები შამპუნი, არ ნიშნავს, თავდაუბანელმა იარო. საკმარისი იქნება, ყოველდღიურად არ დაიბანოთ თავი. კვირაში 3-ჯერ სავსებით საკმარისია.
სცადეთ ასეთი მონაცვლეობა: იმ დღეებში, როცა თავს არ იბანთ, უბრალოდ, დაისველეთ თმა, ბალზამი კი მხოლოდ ბოლოებზე წაისვით.
3. ყოველდღიურად ივარცხნეთ თმა
არა მარტო დილით, საღამოს, ძილის წინაც კარგად დაივარცხნეთ თმა. ამ პროცედურით თანაბრად გადაინაწილებთ ბუნებრივ ცხიმს თმის მთელ სიგრძეზე, ეს კი თმას გააჯანსაღებს და სწრაფად გაიზრდება.
4. არასოდეს გაიშროთ ან დაიყენოთ თმა ფენით თერმოშრატის გარეშე
ეს ძალიან მნიშვნელოვანია თმის ჯანმრთელობისთვის, რადგან მაღალი ტემპერატურა აშრობს და აზიანებს თმას. ყოველ ჯერზე, როცა კი თმის დაყენებას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ ამის შესახებ.
თმის ზეთების გამოყენებაც კარგია ფენისგან თმის დასაცავად.