სასმელი, რომლის რეცეპტსაც ახლა გთავაზობთ, ნამდვილად მუშაობს და შიმშილისა და დიეტის გარეშე მარტივად, სულ მოკლე ხანში დაგაკლებინებთ წონაში.
სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
წყალი – 8 ჭიქა;
ჯანჯაფილის ფესვი (გახეხილი) – 1 ჩაის კოვზი;
საშუალო ზომის კიტრი;
ლიმონი;
პიტნა – 12 ცალი ფოთოლი.
მომზადების წესი:
1. აიღეთ კიტრი, დაჭერით თხელ ნაჭრებად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე;
2. ახლა დაუმატეთ ლიმონის წვენი ან ჩაყარეთ პირდაპირ დაჭრილი ლიმონი;
3. ხელით დაანაწევრეთ პიტნის ფოთლები.
4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი;
5. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და გააჩერეთ მთელი ღამით ოთახის ტემპერატურაზე;
6. დილით დაასხით 8 ჭიქა წყალი;
7. მომზადებული კოქტეილი სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა კი მოგწყურდებათ.
8. სვით მინიმუმ 4 დღის განმავლობაში და შედეგს აუცილებლად მიიღებთ.
კოქტეილის მიღების დღეებში მნიშვნელოვანია, რომ ზომიერად ჭამოთ და სასურველია, საკვების მიღება 5 ნაწილად გაყოთ, შუალედებში კი სვათ გასახდომი კოქტეილი.
იხილეთ ვიდეორეცეპტი