2020 წელს ბევრი ბავშვი მოევლინა ქვეყანას და ქართველი ცნობილი ადამიანების სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრმა მათგანმა იმშობიარა, ბევრიც კი ახლა ელოდება პატარას. ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს ქვეყანაში უცნაური სახელების ტრადიცია შემოვიდა, თითქოს ცნობილი ადამიანები უცნაური სახელების დარქმევით ერთმანეთს ეჯიბრებიან.
ნახეთ, ქართველი სელებრითების შვილები, რომლებსაც უცნაური სახელები ჰქვიათ:
ბერუკაბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უსაყვარლეს პატარას მშობლებმა ბერუკა დაარქვეს, რომელიც როგორც ცნობილია, მშობლების, ბერასა და ნანუკას სახელების შეერთებით მიღებული სახელია.
ბავშვის ამ სახელს არავინ ელოდა, თუმცა არც არავის გაჰკვირვებია ბერუკას დარქმევა. უსაყვარლესი ბერუკა თავის უცნაურ სახელს იდეალურად ირგებს.
ჯერი
ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას პატარა ბიჭს მშობლებმა ჯერი დაარქვეს, რომელიც ქართულ რელობაში ასევე უცნაური და უხო სახელია. როგორც ანიმ და ილომ განმარტეს, სახელ ჯერის თავისი დატვირთვა აქვს, ბავშვი ვირთხის წელში გაჩნდა, რამაც მათ უბიძგათ, რომ თაგვის ანიმაციური პერსონაჟის სახელი დაერქმიათ. ამ შემთხვევაში, ცნობილი მულტფილმი "ტომი და ჯერი" მთავარი ინსპირაციის წყარო გახდა.
ასევე მსახიობებმა ისიც აღნიშნეს, რომ ჯერი უცხო სახელია და ბავშვი თავისი ინდივიდუალიზმით აუცილებლად იამაყებს.
კოსმო
გიორგი ყიფშიძესა და ენი გასოევას პირველი ვაჟი 2020 წელს შეეძინათ, ბავშვს მშობლებმა კოსმო დაარქვეს, რაც საქართველოს სოციუმში კიდევ ერთი უცნაური სახელია. როგორც გორგიმ თქვა, კოსმო რელიგიური სახელია, ასევე ბავშვს თავისი სახელი მომავალში უბიძგებს უფრო მეტად გაიხედოს კოსმოსისკენ, ვიდრე ამას გიორგის თაობა აკეთებს. მშობლების თქმით, საქართველოში გიორგი ბევრ ჰქვია, კოსმო კი რამდენიმეს, სწორედ ამიტომ სკოლაში, მეგობრებთან და სანათესაოში კოსმო ერთი იქნება.
ელია
ნინო გაჩეჩილაძის დამ, მომღერალმა თამარ მილანოვამ თავის ბიჭს ელია დაარქვა. ელია ქართველებისთვის უცხო სახელია, თუმცა გერმანიაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. პატარას ეს სახელი ძალიან უხდება.
ტოკიო
მოდელი ნინი ნებიერიძისა და ბიზნესმენ თემურ უგულავას შვილს, უმშვენიერეს გოგოს ტოკიო ქვია. ულამაზეს გოგონას სახელი დედამ შეურჩია, ტოკიო საქართველოში ალაბათ სულ რამდენიმე ადამიანს თუ ერქმევა.