მეცნიერებმა განსაზღვრეს საუკეთესო ასაკი ქალის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტებისთვის.
ფიზიკური დატვირთვა
40 წლამდე შეგიძლია ფიტნესის საყვარელ სახეობებს აქტიურად მიმართო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობიდან შეხება გქონდა სპორტთან და კარგ ფორმაში ხარ.
40 წლის შემდეგ საუკეთესოა, ცურვასა და სირბილს მისდიო.
ოჯახის შექმნა
საამისოდ საუკეთესო ასაკი 24 წლიდან 29 წლამდეა. 20 წლის შემდეგ უფრო მეტად დაკვირვებულია ქალი მამაკაცის შერჩევის დროს. მივდივართ დასკვნამდე, რომ ბედნიერი ოჯახი დამყარებულია ნდობაზე, მოთმინებასა და კომპრომისზე; ამავე დროს, უკეთ ვაცნობიერებთ ჩვენს სუსტსა და ძლიერ მხარეებს.
პირველი მშობიარობა
სპეციალისტების აზრით, 23 წლიდან 35 წლამდე შუალედში ქალი როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც მზად არის დედობისთვის.
წონის კორექცია
28 წლის შემდეგ წონასთან დაკავშირებული პრობლემა ხშირად იჩენს თავს, რადგან კალორიების წვა ნაკლებად ხდება. იმისთვის, რომ წონა აკონტროლო, ხშირად და ცოტ-ცოტა მიირთვი. კვების რაციონში გაზარდე ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა.
კოსმეტიკური პროცედურები
30 წლამდე კანის ყოველდღიური ჰიგიენური მოვლაც საკმარისია. 35 წლის შემდეგ კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმო როგორც სახის კანს, ასევე სხეულს. მიიღე მარილის აბაზანები - ის ხელს უწყობს კანის ტონუსში მოყვანას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს.
გამოიყენე ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები. 40 წლის შემდეგ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაიწმინდო სახე კოსმეტოლოგთან. სასურველია ტანის მასაჟები.
ექსპერიმენტები ინტიმურ ურთიერთობაში
40 წლის შემდეგ სექსუალური ფანტაზიის გაღვიძების დრო დგება. საოცარი რომანტიკული მომენტები - ეს იმ წყვილების ჯილდოა, რომლებმაც ამ ასაკამდე შეძლეს სინაზის შენარჩუნება ერთმანეთის მიმართ.
ეკა გუნთაიშვილი
ჟურნალი "გზა"