ქალის ორგაზმი რთულადაა მოწყობილი: საჭიროა განწყობა, ატმოსფერო, შესაფერისი პარტნიორი. და მაინც, ფიზიკური სამყაროც დიდ როლს ასრულებს. გსურს უფრო ძლიერი ორგაზმი? მიირთვი!
ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი არა მარტო გულის დაავადებებისა და მაღალი წნევების დროს ეხმარება, არამედ კვებავს კანსა და თმას ყველა საჭირო ინგრედიენტით. ის დაგეხმარებათ ორგაზმის განცდაშიც. ზეითუნის ზეთი გავლენას ახდენს ტესტოსტერონის სიმრავლეზე და თუ ფიქრობთ, რომ ეს ჰორმონი მხოლოდ მამაკაცებს სჭირდებათ, ცდებით. ის თქვენს ლიბიდოსაც გამოადგება.
მწარე წიწაკა
თუ დიეტოლოგ კიმბერლი სნაიდერს დაუჯერებთ, მწარე წიწაკა საუკეთესოდ მოქმედებს თქვენს ორგაზმზე. პირველ რიგში, ის გაახურებს სხეულს, ანუ შეამზადებს მას. მეორეც - ის აძლიერებს სისხლის მიწოდებას - მათ შორის, თქვენი ვაგინისკენ. ხოლო, როცა სისხლი მგრძნობიარე ადგილებში მოზღვავდება, სექსი საოცრად სასიამოვნო ხდება.
ნიორი
ნიორი შეიცავს ალიცინს, რომლის წყალობითაც სასქესო ორგანოში სისხლის მიწოდება ძლიერდება - შესაბამისად, ძლიერდება აღგზნებადობაც.
თხილი
თხილეული საუკეთესოდ აისახება თქვენი სიამოვნების ხარისხზე. ის შეიცავს ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3-ს, რაც აძლიერებს ქალის ლიბიდოს.
შოკოლადი
გამოგადგებათ მხოლოდ შავი შოკოლადი. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეხმარება მოდუნებასა და სიამოვნების განცდაში. ამაღლებს განწყობას, ამცირებს სტრესის დონეს და ასტიმულირებს სექსუალურ სურვილს.
ბანანი
ბანანი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, რაც ჰორმონებთან სინთეზში მონაწილეობს. მათ შორის ერთ-ერთია სეროტონინი, ცნობილი, როგორც კარგ განწყობასა და სიამოვნებაზე პასუხისმგებელი.