მთავარია, პირველი შემთხვევა საჭირო დროს, საჭირო ადამიანთან მოხდეს, - ირწმუნებიან ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირები. ვარსკვლავები, რომელთაც პირველად სექსი 20 წლის შემდეგ ჰქონდათ, ჰყვებიან გულწრფელ ისტორიებს, თუ როგორ დაკარგეს უმწიკვლობა.
ადრიანა ლიმა - 27 წლის ასაკში
„მამაკაცები ჩემს არჩევანს პატივს უნდა სცემდნენ. თუ პატივისცემა არ არის, ე.ი. მათ მე ვუნდივარ... იცით, თქვენ საკუთარ პრინციპებს უნდა იცავდეთ. უბრალოდ მიჰყევით თქვენს ღირებულებებს“. ადრიანას პირველი სექსი კალათბურთელ მარკო იარიკთან ქორწინების პირველ ღამეს ჰქონდა.
სელინ დიონი - 20 წლის ასაკში
„ეს დუბლინში მოხდა, დაუვიწყარ დღეს - 1988 წლის 30 აპრილს. იმ საღამოს „ევროვიზია“ მიმდინარეობდა. ის ნომერში გამომყვა. მე საწოლის თავთან ჩამოვჯექი, ფეხებზე საწოლის გადასაფარებელი მეფარა. მე ისეთი ბედნიერი ვიყავი იმ მამაკაცთან ერთად განმარტოებით ყოფნით, რომელიც მიყვარდა.
თავზე ხელები მოვკიდე და ტუჩებში ვაკოცე. ხელი კისერზე შემოვხვიე. მან მჭიდროდ მიმიკრა, კარი კი კვლავ ღია იყო. მოულოდნელად ჩემი ხელები მოიშორა და საკუთარ ოთახში წავიდა. მე მარტო დავრჩი, გული ძგერს - თავბრუ დამეხვა, განცვიფრებული ვიყავი. ვიცოდი, რომ გავიმარჯვე.
ტელეფონი ავიღე და მის ნომერში დავრეკე, რომ მეთქვა: „თუ დაუყოვნებლივ არ დაბრუნდები, კარზე დაგიკაკუნებ“. პასუხი არ ყოფილა.
რამდენიმე წუთში სასტუმროს ლობიდან თავად გადმორეკა. იკითხა, ყველაფერი რიგზე თუ მქონდა. მან მითხრა: „თუ ეს ნამდვილად გსურს, მე შენი პირველი ვიქნები“. მე ვუპასუხე: „შენ იქნები პირველი და უკანასკნელი“.
რენე და სელინი ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა მომღერალი 12 წლის იყო, რენე კი 38-ის. 1987 წელს მათი ურთიერთობა დაიწყო: სელინი 19 წლის იყო. წყვილმა ქორწინებაში 29 წელი გაატარა. რენე აჟელილი 2016 წელს, ყელის სიმსივნით გარდაიცვალა.
ჯო ჯონასი - 20 წლის ასაკში
მომღერალი და მისი ძმა ამაყად ატარებდნენ „სიწმინდის ბეჭედს“ - სამკაული, რომელიც საკუთარი თავისა და ღმერთის მიმართ დაპირების სიმბოლოა, რომ ქორწილამდე უმწიკვლო დარჩება. თუმცა, ჯონასმა დაპირება ვერ შეასრულა. მისი მტკიცებით, მან „საჭირო ადამიანი“ უფრო ადრე იპოვა.
ეს ადამიანი აღმოჩნდა ეშლი გრინი, რომელთან შეხვედრაც მან 2010 წელს დაიწყო.
ბრუკ შილდსი - 22 წლის ასაკში
„ვისურვებდი, რომ უფრო ადრე შემყვარებოდა საკუთარი თავი და გარეგნობა. ვფიქრობ, მაშინ ქალწულობას უფრო ადრე დავკარგავდი და არა 22 წლის ასაკში. მაგრამ მაშინ საზოგადოების მხრიდან ჩემზე იმდენად დიდი იყო ზეწოლა... ვფიქრობ, საკუთარი თავი უფრო მეტად უნდა მყვარებოდა“.
კრის მარტინი - 22 წლის ასაკში
„ეს რელიგიისა და თავდაჯერებულობის საკითხი იყო. გოგონებთან მარტივად არ მქონდა საქმე“.
კრის მარტინი ამტკიცებს, რომ მისი ყოფილი ცოლი, გვინეტ პელტროუ ერთადერთი ქალი იყო, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა. მოზარდობისას Colplay-ს სოლისტი შიშობდა, რომ გეი იყო. „ეს ასე იყო: „ჯანდაბა და, რომ ვიყო?“, რადგან იმ მტკიცებით გავიზარდე, რომ ჰომოსექსუალიზმი არასწორია“ - განმარტა კრის მარტინმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
„მერე ვიფიქრე: „კარგი რა, ვისი რა საქმეა?“ და ეს პრობლემად აღარ მომეჩვენა“.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალს ორი შვილი ჰყავს, კრისი გეი ნამდვილად არ არის.