5 მორალურად მოძველებული სექს-რჩევა წარსულიდან.
1. საწოლში მამაკაცი უნდა დომინირებდეს
„მამაკაცი ძალიან ღიზიანდება, როდესაც სექსის დროს ქალი დომინირებს. ბუნება მამაკაცისგან დომინანტობას ყველაზე მეტად ლოგინში ითხოვს.“ ტომას დ. ჰორტონის წიგნი - What Men Don't Like About Women, 1945 წელი.
2. იყიდეთ ყველაზე ძვირიანი თეთრეული, ოღონდ მარტო ვარდისფერი და მაქმანებით
„შიდა საცვალი უზომოდ სუფთა უნდა იყოს. ყველა ქალმა საუკეთესო ხარისხის საცვალი უნდა ატაროს. შესაფერისი ფერია ვარდისფერი. მაქმანები შიდა თეთრეულს მეტ მომხიბვლელობას მატებს. ასეთი შიდა თეთრეული უყვარს საშუალოსტატისტიკურ მამაკაცს.“ - უილიამ ჯოზეფუს რობინსონის წიგნი - Woman, Her Sex and Love Life, 1927 წელი.
3. არ წაიკითხოთ წიგნები სექსზე!
„ასეთი წიგნების კითხვა არარეალურ და მცდარ იდეებს ბადებს. „ცხელი“, რომანტიკული სასიყვარულო სცენების აღწერა ქალის სხეულში ჰპოვებს გამოხმაურებას და ხელს უწყობს მისი ინტიმური ორგანოების არანორმალურ აღგზნებას.“ - მერი ვუდ-ალენის წიგნი What A Young Woman Ought To Know, 1899 წელი
4. არასოდეს დაენახოთ ქმარს შიშველი!
„გონიერი ქალი არ უნდა გაშიშვლდეს ბოლომდე ქმრის წინაშე.“ - Sex Tips For Husbands and Wives , რიტ სმიზერსის წიგნი, 1894 წელი.
5. სექსით მხოლოდ სიბნელეში უნდა დაკავდეთ
„სქესობრივი აქტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ სრულ სიბნელეში.“ - რუტ სმიზერსი, 1894 წელი, წიგნი - Sex Tips For Husbands and Wives.