თუ მძიმე სამსახურის, ან ცხოვრებისეული პრობლემების გამო სექსით რეგულარულად არ ხართ დაკავებული, გაითვალისწინეთ: კვირაში ერთხელ სექსი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ირწმუნება Yahoo Style UK.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს დნმ-ის დამცავი ელემენტების - ტელომერების სიგრძე - ქალებში 129 ხანგრძლივი ურთიერთობის დროს. აღმოჩნდა, რომ ტელომერის სიგრძე დამოკიდებულია რეგულარულ სექსზე.
ტელომერების მიხედვით ჩანს, რამდენად დაბერდა ადამიანი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი სიგრძე ასაკთან ერთად მცირდება.
მკვლევარებს სურდათ გამოერკვიათ, რა ფაქტორები ზემოქმედებს ჯანმრთელობაზე. მათ აინტერესებდათ სექსუალური სიახლოვე, სტრესის დონე, ურთიერთობებით კმაყოფილება, კონფლიქტები და პარტნიორების ურთიერთმხარდაჭერა.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობებით საერთო კმაყოფილება, როგორც ჩანს, არ ზემოქმედებდა დაბერებაზე, სექსუალური კმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სექუალური სიხლოვე კავშირშია ტელომერის სიგრძესთან, სხვა ფაქტორები კი - არა. მათ არ იციან, როგორ მოქმედებს ეს, მაგრამ ფაქტია: მეტი სექსის დროს უფრო ჯანსაღი და ახალგაზრდა ორგანიზმი გაქვს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტი თომას დე ბაკა ამბობს:
„არსებობს უამრავი ფიზიოლოგიური და ფსიქოსოციალური მექანიზმი, რომლებიც ხსნის სექსისა და ტელომერის ურთიერთკავშირს. მაგალითად, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სექსუალური სიახლოვე ასუსტებს სტრესის ნეგატიურ ზემოქმედებას და ამაღლებს იმუნიტეტს. დროთა განმავლობაში, ეს ფაქტორი ტელომერის სიგრძეს ზრდის“.
მარტივად რომ ვთქვათ - ეს არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ ძალიან სასარგებლოა ხანგრძლივ პერსპექტივაში.