ბლეიქ ლაივლი, ბარ რეფაელი, ჟიზელ ბუნდჰენი - ეს დიკაპრიოს ყოფილების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მოწმობს, თუ როგორ სდანდარტებს აწესებს მსახიობი, თუმცა მაინც ამბობს, რომ განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს.
43 წლის ლეონარდო დიკაპრიო არასდროს ყოფილა ქორწინებაში. მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგონა, რომელსაც მსახიობის პირველ ცოლობას უწინასწარმეტყველებენ, არგენტინელი მოდელი კამილა მორონეა. ის ლეგენდარული მსახიობის, ალ პაჩინოს შვილობილი გახლავთ. ხმები დადის, რომ ურთიერთობას სერიოზული სახე აქვს და ეს ლეონარდოს ჩვეულ გატაცებას არ ჰგავს. ამბობენ, რომ დიკაპრიოს ისე არავინ ჰყვარებია, როგორც ის.
როგორც ჩანს, ასაკობრივი სხვაობა, ისევე, როგორც კამილას დედისთვის, არც მისთვისაა პრობლემა. კამილას დედა, ლუსილა 30 წლის იყო, როცა 60 წლის ალ პაჩინოს შეხვდა და მსოფლიოში აღაირებულ მსახიობს თავბრუ დაახვია.
2013 წელს კამილამ შეასრულა პატარა როლი ფილმში „ბუკოვსკი“. მისმა სამოდელო კარიერამ მაღლა სვლა 2015 წელს დაიწყო, როცა Victoria’s Secret-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. 2016 წელს თურქული Vogue-ის, 2017-ში კი მექსიკური Vogue-ის ყდაზე გამოჩნდა.