ალბათ, უკვე იხილავდით პრიანკა ჩოპრას და ნიკ ჯონასის ინდური ტრადიციული ქორწილის ფოტოებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ შემოგთავაზეთ.
ყველაფერი მხოლოდ ერთი ცერემონიით არ დამთავრებულა. ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებულმა წყვილმა ქრისტიანული წესის დაცვითაც იქორწინა, რაც ნიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პრიანკას ქორწილის დღის პირველ ნაწილში Ralph Lauren-ის უმშვენიერესი თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც ძალიან გრძელი, გასაოცარი ფატა ამშვენებდა. კაბა მოდის კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ გლამურული და სწორად შერჩეული იყო. ეს ვიდეო უმაიდ-ბჰავანის სასახლეშია გადაღებული.
რაც შეეხება ნიკ ჯონასს, ის Ralph Lauren-ის სმოკინგში იყო გამოწყობილი. როგორც ხედავთ, ნიკმა პრიანკას თეთრ საქორწილო კაბაში დანახვის დროს ცრემლები ვერ შეიკავა.
საბოლოოდ კი ყველაფერი ნიუ დელიში ჩატარებული კიდევ ერთი ცერემონიით და ოფიციალური ფოტოსესიით დაგვირგვინდა.
ცხადია, ცერემონიას ნიკის და პრიანკას ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრებიც ესწრებოდნენ.
მათ შორის იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც წყვილს ქორწინება მიულოცა და დალოცა.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთმანეთს 7 თვის მანძილზე ხვდებოდა. ინდოელი ლამაზმანი 36 წლისაა, ამერიკელი მომღერალი კი - 26-ის.