მოდით, გავიხსენოთ 5 გახმაურებული ამბავი, რომლებმაც საზოგადოება აალაპარაკა.
თინა მახარაძისგან პიკანტური ფოტოების გადაღება და გაზიარება უკვე არავის უკვირს, თუმცა ფოტომ, რომელიც მან განათავსა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. წელს ქვემოთ შიშველი მსახიობი სამზარეულოს ფონზეა გადაღებული და სავარაუდოდ, სადილს ამზადებს...
რეპერი გუფი და ქეთა თოფურია დაშორდნენ. წყვილმა ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოწერაც კი გაუუქმა. რეპერმა ქეთას 18 წლის ეკატერინბურგელ გოგოსთან უღალატა.
კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა სილამაზის კონკურსზე, Miss Trans Star International 2018-ზე საქართველოს სახელით გამოვიდა. ხუთეულში მოხვდა და წლის “popular 2018” ნომინაციით საქართველოში დაბრუნდა.
მომღერალი ნინი შერმადინი გათხოვილი ქალების სილამაზის კონკურსის, "მისის პლანეტა 2018"-ის გამარჯვებულია.
"ქუჩის ბიჭებმა" და ნინი ქარსელაძემ 2000-იანების ჰიტი „გული ელოდება“ ცოცხლად შეასრულეს, რამაც მსმენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. „ფანებმა“ იმედგაცრუება გამოხატეს და განაცხადეს, რომ მთელი ბავშვობა სიცრუეში უცხოვრიათ.
თათა ჩიკვილაძე