ნინი ნებიერიძემ იღლიის თმა იისფრად შეიღება - "გიყვარდე ისეთი, როგორიც ვარ..."
ნინი ნებიერიძემ იღლიის თმა იისფრად შეიღება - "გიყვარდე ისეთი, როგორიც ვარ..."
ნინი ნებიერიძისგან ეპატაჟური ფოტოები "ინსტაგრამზე" აღარავის უკვირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი კრიტიკა ხვდა წილად ახალ ფოტოს, სადაც ჩანს, რომ მოდელმა იღლიის თმიანი საფარი იისფრად შეიღება. "ინსტაგრამზე" ნინიმ სურათის აღწერაში დაწერა: "გიყვარდე ისეთი, როგორიც ვარ...". ამ ფემინისტური ტრენდით ამერიკელი და ევროპელი ქალები პროტესტს გამოხატავდნენ მათ მიმართ, ვინც ფიქრობს, რომ ქალმა იღლიაში
თმა უნდა გაიპარსოს, ანუ ქალებს განსხვავებული ვალდებულებები აკისრიათ. ამ საერთაშორისო ფემინისტურ კამპანიას ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძეც შეუერთდა.


ნინის "ინსტაგრამის" მიმდევრების აზრი ორად გაიყო. ნაწილი მოიხიბლა მოდელის სითამამითა და "კრეატიულობით", რამაც გამოიწვია საზოგადოებრივ აზრთა დაპირისპირება. ფოტოს კომენტარებში დისკუსიები გაიმართა. მოდელის გულშემატკივრები არცერთ კრიტიკულ პოსტს უპასუხოდ არ ტოვებდნენ:

"აი, შოკშია საზოგადოება." "მაგარი ხარ, ნინი, ეგრე რაა, ძაან მომწონს", "აი, ვინც წერს განსხვავებული ხარო, მართლა თქვენს პატრონს, უბედურს, სხვა ვერაფერი მოიფიქრე? რას ორიგინალობ, რა უბედურებაა? სულ გააფრინა ქართველმა ერმა, აღარაფერი აღარ დარჩა საამაყო, რითაც მართლა ვიყავით განსხვავებულები..." "ყველამ ჩვენს იღლიას რომ მივხედოთ, არა?", "გაპარსული იღლიით ამაყობდა ქართველი ერი, ოდითგან?" "ანგელოზი შვილები გყავს გასაზრდელი, ნინი...", "ნინი, გაიპარსე, თორემ ბავშვებს ვერ გაზრდი", "გაპარსული იღლიებით არ ამაყობდა ერი, მაგრამ არც გაუპარსავით ამაყობდა, ერთგვარი ჰიგიენაა, თორე გაიპარსავს, გაიპუტავს თუ მოიზრდის, არავის საქმე არ არის.", "მორალური პოლიციის მუნდირში გამოწყობილი ვუაერისტები. ახალგაზრდებო, მოეშვით ინტელექტუალურ მასტურბაციას"...


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 6 /
---------
ეს ჩერკოევის ნათესავი ხომ არ არის?ფერში გავს.
10:21 / 16-11-2018
გამოხმაურება / 0 /
tata
აღარაფერი გაიპარსო,ყველაფერი შეიღებე მერე და ფოტოები გადაიღე.ასეთებისგან რა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს.ესეთ უზნეო ხალხს აქვს ფული დღეს.
21:21 / 15-11-2018
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31