ყველაზე სექსუალური უკანალის მქონე ტოპ 5 ქართველი "სელებრითი" (ფოტო)
ყველაზე სექსუალური უკანალის მქონე ტოპ 5 ქართველი "სელებრითი" (ფოტო)
დროისა და ლოკაციის მიხედვით, საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ ქალის სხეულის რომელი ნაწილია ყველაზე სექსუალური.
ჩვენს დროში, სხეულის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ნაწილად უკანალი ითვლება. წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი ქალების ხუთეულს, რომელთაც სექსუალური უკანალი აქვთ.


შორენა ბეგაშვილი - მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარულობა მოიპოვა ეკრანზე გაშიშვლების შემდეგ.


მოგვიანებით, გავრცელდა ბეგაშვილის ძველი ფოტო,
რომელზეც ის ძალიან განსხვავდებოდა ყველასთვის ცნობილი, სექსუალური შორენასგან. გარკვეული დროის შემდეგ, ინტერვიუში მან გაამხილა ტუჩის პლასტიკის შესახებ, თუმცა არაფერი უთქვამს უკანალზე. მოდელი დაკავებულია ფიტნესით.


თამო ვაშალომიძე განსაკუთრებით დაიხვეწა მას შემდეგ, რაც აქტიური ვარჯიშისა და სწორი კვების შედეგად დაიკლო კილოგრამები.


მან, წონაში კლების მიუხედავად, მოახერხა შეენარჩუნებინა მრგვალი ფორმები. მოდელი ფეხმძიმობის შემდეგაც იდეალურად გამოიყურება.

ლიზა ყენია ბავშვობიდან დიდი ყურადღების ეპიცენტრშია. ლიზა მოდელი არაა, თუმცა ის თავისი "ინსტაგრამის" მიმდევრებს ხშირად ანებივრებს თამამი ფოტოებით.

მოდელი, ტელეწამყვანი და ფიტნეს-ინსტრუქტორი ალექსანდრა პაიჭაძე პირველად ყურადღების ცენტრში თავისი სამოდელო საქმიანობიდან გამომდინარე მოექცა. ალექსანდრა პაიჭაძის თამამ ფოტოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე.


გამოკითხვაში მოხვდა ასევე მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი. ნანუკამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: “„განსაკუთრებული თავის მოვლის მეთოდი არ მაქვს, თუმცა ვიცი, რა არის კარგი ან ცუდი. ვთვლი, რომ ძილი სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო და ხელშემწყობი ფაქტორია“. ის ვარჯიშობს კვირაში 3 დღე, გატაცებულია კრივით და უყვარს სხეულის მოვლა - საუნა, სკრაბები და ა.შ.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30