ირინა ონაშვილი და ლალი ტოტიკაშვილი დიდი ხანია მეგობრობენ.
ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ისინი მუდმივად განაგრძობენ თავიანთი სილამაზით საზოგადოების გაოცებას. ორივე მათგანი „ინსტაგრამით“ აქტიურად სარგებლობს და უკმაყოფილონი არც გამომწერების რაოდენობით უნდა იყვნენ.
ცოტა ხნის წინ ლალი ტოტიკაშვილმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სადა მაკიაჟი აქვს. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა კი ასეთი კომენტარი დაუწერა: „უკვდავების წყალს ხომ არ სვამთ დილაობით? ძალიან კარგად გამოიყურებით“.
„ძალიან რომ კაშკაშებს, ის ვარსკვლავია“, „ანათებს“ - ამბობენ ლალის თაყვანისმცემლები.
რა თქმა უნდა კომპლიმენტებს არც ირინა ონაშვილისთვის იშურებენ: „აუტანლად ლამაზი ხარ“, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“, „ეს არის სილამაზე და არა ის, ახლა რომ თავი რაღაც ჰგონიათ, პლასტიკური ქირურგიის შედევრებს!“ და სხვა...
როგორც ჩანს, ლალი და ირინა გარკვეულწილად ისევ განაგრძობენ სამოდელო საქმიანობას, ბრენდულ სამოსსა თუ აქსესუარებს არეკლამებენ და სხვადასხვა სახის აქტივობაში მონაწილეობენ.
დედობას, საოჯახო საქმეებს, ვარჯიშსა და იმიჯზე ზრუნვას ეს ქალბატონები ერთმანეთს შესანიშნავად უთავსებენ.