ჰოლივუდის ვარსკვლავების ფერმერული ცხოვრება (+ფოტო)
ჰოლივუდის ვარსკვლავების ფერმერული ცხოვრება (+ფოტო)
ერთი შეხედვით, ფერმული ცხოვრება მიმზიდველი არაა, მაგრამ ახალმოკრეფილი ბოსტნეულის დაგემოვნება და ახალმოწველილი რძის დალევა ყველას სურს. ნატურალური პროდუქტების გულისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ქალაქური აპარტამენტები მიატოვეს და ფერმებში გადაინაცვლეს.
ჯენიფერ ენისტონი


მსახიობმა სახლი იყიდა, რომელსაც საქათმეც მოჰყვებოდა. ჯენი ხშირად უმასპინძლდება მეგობრებს ახალი კვერცხებით. მსახიობი ქათმებთან მეგობრობს, ესაუბრება სხვადასხვა საკითხზე და ისიც დააფიქსირა,
რომ მათ ყველაზე მეტად მაკარონის ჭამა უყვართ.


ჰეიდენ კრისტენსენი


მსახიობმა ტრაქტორის მართვა ისწავლა, რომ თავად მოევლო 80 ჰექტარი მიწისთვის, სადაც ვაშლი და ბოსტნეული მოჰყავს. ჰყავს ორი მეგობარი გოჭი: ბადი და პეტუნია. მსახიობმა ეზოში ლავანდაც გააშენა.


ნიკოლ კიდმანი

მსახიობს ორი ფერმა აქვს: ერთი აშშ-ში, ტენესის შტატში და მეორე მშობლიურ ავსტრალიაში. სამშობლოში მხოლოდ ძროხები ჰყავს, ამერიკაში კი - ყველა ჯიშის ცხოველი. გარდა ამისა, ბოსტნეულიც მოჰყავს. ნიკოლის საყვარელი სასუსნავია ახალმოხარშული სიმინდი. ნიკოლს 15 ჰექტარი ტერიტორია აქვს. მასთან ერთად ცხოვრობენ მისი ქმარი და შვილები.


მარკ რუფალო


მისთვის სოფლური ცხოვრება საამურია. რანჩოში ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს. უვლის ცხვრებს, მოჰყავს ხილი და ბოსტნეული. რეგულარულად მონაწილეობს ფერმერების შეკრებაში.


ჯულია რობერტსი

ვარსკვლავი საკუთარ რანჩოში, ნიუ-მეხიკოს შტატში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ცხენებს უვლის, უყვარს ჯირითი და ამბობს, რომ ისინი კარგ განწყობაზე აყენებენ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31