ვინ არის მიმი შელიას შეყვარებული და როგორი ურთიერთობა აქვს წყვილს (ფოტო+ვიდეო)
 ვინ არის მიმი შელიას შეყვარებული და როგორი ურთიერთობა აქვს წყვილს (ფოტო+ვიდეო)
მირანდა შელია და რუსი მომღერალი ვლადიმირ რამი უკვე თითქმის ერთი წელია, რაც ერთად არიან. წყვილი „ინსტაგრამზე“ერთობლივი ფოტოებით დიდად არ გვანებივრებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ორივე გააქტიურდა.

ერთი კვირის წინ ვლადს დაბადების დღე ჰქონდა და მიმიმ „ინსტაგრამზე“ სახალისო ვიდეო ატვირთა, რომელსაც ეს სიტყვები წაუმძღვარა: „დაბადების დღეს გილოცავ, ლუ. მინდა, რომ ყველაზე ბედნიერი
ადამიანი იყო და შენი ჩანაფიქრები 100%-ით აგსრულებოდეს“.


ოთხი დღის წინ დაბადების დღე მიმისაც ჰქონდა. როგორც ჩანს, შეყვარებულები „ინსტაგრამზე“ საკმაოდ თავშეკავებულნი არიან. „მე შენ მიყვარხარ, ჩემო გოგონა. გილოცავ დაბადების დღეს“. ასე მარტივად და კონკრეტულად მიულოცა ვლადმა მიმის იუბილე და ეს წარწერა საყვარელი ქალის ვიდეოს დაურთო.


ქართველი ირინა შეიკი - ალბათ, იცით, რომ მიმი შელიას სწორედ ასე მოიხსენიებენ.


რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, წყვილი კაფეებიდან და მსგავსი ადგილებიდან ფოტოებს თითქმის არასდროს აქვეყნებს. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ შეყვარებულთა რიგებს, ვინც სოციალურ ქსელში ერთმანეთს ხშირად უკომენტარებს.
ერთ-ერთ ფოტოზე მათ მსგავსი ფეხსაცმელიც აცვიათ.


ვლადი ცდილობს, რომ მიმი მის გვერდით ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩნდეს. მომღერალი თავიდან ბენდთან ერთად მოღვაწეობდა და როცა პირველი საავტორო კლიპის დრო დადგა, სწორედ მიმი შელია გადაიღო.





FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მეგი
რა ბუნებრივები არიან
22:10 / 25-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ლეო
არც პირველია და არც უკანასკნელი
14:26 / 25-09-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31