ფრანგი მოდელის - ტინა კუნაკისა და ვენსან კასელის ქორწილი ბოლო დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჰოლივუდის სამყაროში. ცნობილ მსახიობთან რომანის შესახებ ტინამ Paris Match Magazine-თან ინტერვიუში ისაუბრა და საზოგადოებას მათი ურთიერთობის აქამდე უცნობი დეტალებიც გაანდო.
როგორც ინტერვიუში აღნიშნა, წყვილის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როცა ორივე მათგანი ზაფხულის არდადეგებს ზღვაზე ატარებდა.
- „ეს მაგიური მომენტი იყო - ჩვენ ორივე ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს შემთხვევით აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, ყველა დეტალზე საუბარი არ მსურს, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ორივეს გვიყვარს სერფინგი“. გაგრძელება