ბერა ივანიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო: "და მან თქვა კი".
ბერას მომავალი მეუღლე ულამაზესი ნანუკა გუდავაძე გახლავთ, რომელიც მოდის ბლოგერია.
უკვე ბევრმა აღნიშნა კომენტარებში, რომ მომღერალმა ამ ნაბიჯით არაერთ გოგოს დასწყვიტა გული.
გულშემატკივრებისგან მილოცვები არ წყდება და რჩეულს ყველა მათგანი უქებს.
წყვილის პირველი ვიდეო რამდენიმე თვის წინ გავრცელდა და სწორედ მისი მეშვეობით გავიგეთ, რომ ერთად იყვნენ.
"და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი" - ასეთი წარწერა დაურთო მომღერალმა ერთად გადაღებულ ფოტოს, რომელიც თავის "ფეიბუქგვერდზე" ატვირთა.
წყვილი ერთად გადაღებულ ფოტოებს აქამდე არ აქვეყნებდა და შეიძლება ითქვას, რომ მათი ურთიერთობა გასაიდუმლოებული იყო.
აი, როგორ ულოცავს წყვილს ერთ-ერთი გულშემატკივარი: "გილოცავთ, ბერა, ნამდვილად საუკეთესოს იმსახურებდი. სულ სულ უზომოდ ბედნიერი ყოფილიყავი. დარწმუნებული ვარ, ახლა მართლაც რომ ცამდე ბედნიერი ხარ და უბრალოდ მართლა გულწრფელად გილოცავ. სულ დალოცვილები ყოფილიყავით".
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ადრე რუს მოდელს, ევა მინაევას ხვდებოდა.