როდესაც ჩვენ ცნობილი ვარსკვლავების იდეალური გარეგნობით ვტკბებით, ვერ წარმოგვიდგენია, რომ მათ შეიძლება ულამაზო და-ძმა ჰყავდეთ.
სამანტა და ორლანდო ბლუმები
სამანტას ფილმოგრაფია თითქმის არაფერია, თუ მას უმცროსი ძმის კარიერას შევადარებთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი დედის მხრიდან არიან და-ძმა. როდესაც მომავალ მსახიობს 13 წელი შეუსრულდა, მან გაიგო, რომ მისი ბიოლოგიური მამა ის ადამიანი არ იყო, ვისაც მამას ეძახდა და რომელიც ამ შემთხვევამდე რამდენიმე წლით ადრე დაიღუპა.
დუგ და ბრედ პიტები
უფროსი ძმისგან განსხვავებით, დუგს არ უნდოდა სცენაზე თამაში. მისი ინტერესის სფერო მეცნიერება იყო. ის ახლა დიდი კომპიუტერული კომპანიის, Service World Computer Center-ის მფლობელია, თავისუფალ დროს კი ფოტოგრაფიას უთმობს და რამდენჯერმე რეკლამაშიც კი გადაიღეს. 2012 წელს, მისი მონაწილეობით ეკრანზე ვიდეორგოლი გამოვიდა, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა, წარმატებული სტარტის მიუხედავად, უმცროსმა პიტმა უარი თქვა შანსზე, გამხდარიყო ვარსკვლავი და ცოლ-შვილთან ერთად, შტატ მისურიში, თავის პატარა სახლში დაბრუნდა.
მეგი და ჯეიკ ჯილენჰოლები
და-ძმას კინობიზნესში წარმატებული კარიერა აქვს, თუმცა, მერისგან განსხვავებით, რომელსაც იშვიათად თუ ერგება ხოლმე მაცდური ქალის როლი, ჯეიმსი დიდი ხანია შედის ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსახიობების სიაში.
ჰლოე, კიმ და კორტნი კარდაშიანები
არავისთვისაა საიდუმლო, რომ დები კარდაშიანებისგან ჰლოე ერთადერთია, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ შეძლო პირადი ცხოვრების აწყობა. ამერიკის ყველაზე პოპულარული ოჯახის თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ამის მთავარი მიზეზი არა ვარსკვლავის რთული ხასიათი, არამედ ისაა, რომ კლანის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ის არც ქალურობით და არც სექსუალურობით არ გამოირჩევა.
ბრედლი და ჰოლი კუპერები
რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს ორი ადამიანი მართლაც რომ ერთმანეთის უახლოესი ნათესავია. მსახიობის უფროს დას, ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ვარსკვლავობა აირჩია, ქაღალდებთან აქვს ურთიერთობა და იპოთეკურ კომპანიაში მუშაობს.
ლიზა, ჯულია და ერიკ რობერტსები
არ არის გასაკვირი, რომ რობერტსების ოჯახის სამივე წევრი მშობლების კვალს გაჰყვა და მსახიობი გახდა, მაგრამ ლიზა, ერიკისა და ჯულიასგან განსხვავებით, იშვიათადაა დაკავებული კინოში.
კრისტენ და მეგან ფოქსები
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობის, მეგან ფოქსის და ფორტ-პირსის საშუალო სკოლაში კონსულტანტად მუშაობს. ის იმდენად არ ჰგავს ვიზუალურად ვარსკვლავ დას, რომ ზოგჯერ მათი კავშირის დამტკიცებაც კი უწევს.
ბრიტნი და ბრაიან სპირსები
ბრაიან სპირსი კინოპროდიუსერია და ძალიან ამაყობს უმცროსი დის მიღწევებით. ბრიტნისგან განსხვავებით, ის იშვიათად ჩნდება ეკრანზე, მაგრამ მისი ნახვა რამდენიმე ფილმშია შესაძლებელი.