ჯეი ლოს სულ 5 წუთითაც რომ გაესაუბროთ, თქვენთვის ნათელი იქნება, რომ საოცრად უყვარს შვილები, აქვს საუკეთესო ცხოვრება და აკეთებს საყვარელ საქმეს. იმის მიუხედავად, რომ ასეთი დაკავებულია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სახლში საკუთარი ხელით მომზადებულ სადილს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შემდგარია, როგორც მომღერალი, მსახიობი და პროდიუსერი. ბოლო ფილმმა 52 მლნ დოლარის მოგება მოუტანა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა, რადგან ჯენიფერი საკუთარი სატელევიზიო შოუებიდანაც მშვენივრად გამოიმუშავებს ფულს.
„მე მომწონს ჩემი ცხოვრება. ის სასიამოვნო ამბებითა და თავგადასავლებითაა სავსე. ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება ნორმალურია, რადგან დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება მომიწიოს გამგზავრება. სახლიდან ადრე გადიხარ და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, შუაღამისას შემოდიხარ“. - აცხადებს ჯეი ლო.
მისი სიმშვიდის საიდუმლო საკმაოდ მარტივი გახლავთ. მთელი დღის მანძილზე ცდილობს, რომ გონება დადებითისკენ მიმართოს. ჯენიფერ ლოპესი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს მანტრებს. ამბობს, რომ სწორედ მანტრების გამეორება განაწყობს პოზიტიურად.
ვიდეოში მომღერალი საკუთარ გარდერობს გვაჩვენებს. საოცარი კაბები, სასცენო და ყოველდღიური ლუქები - სტუმრად ჯეი ლოსთან.