ახლა ისინი ლამაზები, ცნობილები, წარმატებულები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. მილიონობით ადამიანი, მსოფლიოს მასშტაბით, ოცნებობს, რომ მათ დაემსგავსონ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთ დროს დაცინვის, ჩაგვრისა და ხშირად ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნიც კი ხდებოდნენ თანაკლასელების მხრიდან.
დღეს ისინი ცოცხალი მაგალითები არიან იმისა, თუ როგორი მნიშვნელოვანია, ადამიანმა არ დაკარგოს სულიერი ძალა და საკუთარი თავის რწმენა.
ჯენიფერ ლოურენსი
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ოსკაროსან მსახიობს რთული ბავშვობა ჰქონდა. სწავლის პერიოდში მას რამდენიმე სკოლის შეცვლა მოუწია. თანაკლასელები ლოურენსს სიმსუქნის გამო დასცინოდნენ.
მაილი საირუსი
მაილი საირუსი ხშირად ხდებოდა თანაკლასელების დაცინვის ობიექტი. სკოლაში, სადაც ის სწავლობდა, კლუბიც კი იყო გახსნილი, სახელად „ანტი-მაილი“. ერთხელ მომღერალი ტუალეტშიც კი ჩაკეტეს, სადაც შეშინებულმა გოგონამ ერთი საათი გაატარა. გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი ვარსკვლავი დაბალი და გამხდარი იყო, თავის დაცვა არ შეეძლო. სამაგიეროდ, ახლა მაილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარსკვლავია ჰოლივუდში.
ტეილორ სვიფტი
ტეილორ სვიფტის ცხოვრებაც არ იყო ყოველთვის ლამაზი. მომავალი ვარსკვლავი ბავშვობიდან შემოქმედებითი ბუნების პატრონი იყო და ამიტომ თანაკლასელები ხშირად ვერ უგებდნენ მას. ისინი ტეილორს არ პატიჟებდნენ სასკოლო წვეულებებზე და ხშირად არც კი ელაპარაკებოდნენ. ყველაფერი კი მეათე კლასში შეიცვალა, როდესაც ის საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. როცა გოგონა ვარსკვლავი გახდა, ის დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, სადაც კონცერტი ჩაატარა და მიხვდა, რომ სკოლის წლები დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს. თაყვანისმცემლები მას ავტოგრაფებს სთხოვდნენ. ტეილორმაც გადაწყვიტა, დაევიწყებინა რთული პერიოდი. მან აღიარა, რომ თანაკლასელების ცუდმა დამოკიდებულებამ ასწავლა, ყოფილიყო ძლიერი და მიეღწია წარმატებისთვის.
მეგან ფოქსი
„ტრანსფორმერის“ ვარსკვლავი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობია ჰოლივუდში და რთული დასაჯერებელია, რომ ის ძალიან ბევრ დამცირებას იტანდა სკოლაში. ყველაფრის მიზეზი ბანალური შური და ეჭვიანობა იყო თანაკლასელების მხრიდან. პატარა მეგანი ბიჭებთან უფრო კარგად მეგობრობდა და ნამდვილი ჩხუბისთავი იყო. გაგრძელება