რამდენიმე დღის წინ ვინსენტ კასელი ტინა კუნაკზე დაქორწინდა, რამაც საზოგადოება აალაპარაკა.
მან გადაწყვიტა, ცოლისთვის განსაკუთრებული საჩუქარი გაეკეთებინა და სერენადა მიუძღვნა. მსახიობი ძალიან ბედნიერია, რაც სახეზე აწერია. ფოტო ტინა კუნაკის მიერაა გამოქვეყნებული.
კასელი ნახევრად შიშველი უმღერის საყვარელ ცოლს. ვიდეო თავის „ინსტაგრამგვერდზეც“ ატვირთა და თაყვანისმცემლების მოწონებაც დაიმსახურა.
ეს ფოტოები კი ახალდაქორწინებულებმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნეს.
"როგორ მომწონს ეს წყვილი", "იმედია, სამუდამოდ ერთად იქნებიან", "ფოტოები, წყვილის რეალური ცხოვრებიდან"- უწერენ აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები.